https://sputnik-georgia.com/20231006/yvelaze-rtuli-mamakacebi-zodiaqos-nisnis-mixedvit-283038101.html
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
Sputnik საქართველო
ასტროლოგები საუბრობენ, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენელ მამაკაცებთან არის ყველაზე რთული ჰარმონიული ურთიერთობები. 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T17:30+0400
2023-10-06T17:30+0400
2023-10-06T20:58+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23590/16/235901618_0:288:3072:2016_1920x0_80_0_0_ba52620153d26a94efa7a5a056769368.jpg
თავისებური ხასიათის გამო ზოდიაქოს ამ ნიშნების მამაკაცებთან ურთიერთობები მშვენიერი სქესის თითქმის ყველა წარმომადგენელს უჭირს.ვერძიყველაზე რთული ხასიათისა არიან. ჯიუტები, შეუგუებელნი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის – სასიყვარულო ურთიერთობებში. პირად ცხოვრებაში ვერძი მამაკაცი ფეთქებადია და აგრესიულიც კი. ისინი არასდროს მიდიან დათმობაზე, უარს ამბობენ კომპრომისის მოძებნის შესაძლებლობაზე. ასეთ ადამიანთან ცხოვრებას მხოლოდ ბრძენი ქალი შეძლებს, რომელიც არ შეეხება მის პირად სივრცეს და მას პრაქტიკულად ყველაფერში დაეთანხმება.თხის რქათხის რქა მამაკაცები ანგარიშიანი და ცივი არიან, თან მათი ეს თვისებები სიყვარულის პირველ ხანაშიც ვლინდება. არ გაგიკვირდეთ, თუ დაშორდებით, თხის რქამ ცხვირწინ აგაფაროთ ანგარიში ყველა საჩუქარსა თუ რესტორანში ვახშმისთვის. ისინი კიდევ ვერ იტანენ ქალის ცრემლს და მას შანტაჟის საშუალებად მიიჩნევენ. მაგრამ ამ მამაკაცების გულებთან მაინც შეიძლება რამე გზის პოვნა. თხის რქები აღმერთებენ გემრიელ საჭმელს. თუ კარგ კერძებს ამზადებთ, მის გულს აუცილებლად დაიპყრობთ.კირჩხიბიკირჩხიბები ძალზე ეჭვიანი არიან, იმდენად, რომ მათი მუდმივი სკანდალები ამ ნიადაგზე ხშირად ურთიერთობების გაწყვეტასა და პარტნიორი ქალის გაბრაზებას იწვევს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალს კირჩხიბი მამაკაცები ხშირად ალკოჰოლში ხედავენ. სანამ ისინი იტანჯებიან, მთელი პრობლემებისა და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა მათ მეორე ნახევრებს აწვებათ კისერზე. ასე რომ, თუ გიყვართ იყოთ ძლიერი ქალი და მხრებით ატაროთ ოჯახური პრობლემების მთელი ბუკეტი, ასეთ მამაკაცს ნამდვილად შეეწყობით.სწორედ ესენი არიან ზოდიაქოს იმ ნიშნების წარმომადგენელი მამაკაცები, რომლებთან ცხოვრებაც ძალიან რთულია.
https://sputnik-georgia.com/20210321/verZi-zodiaqo-zogadi-daxasiaTeba-251222672.html
https://sputnik-georgia.com/20201222/Txis-rqa-zogadi-daxasiaTeba-250400157.html
https://sputnik-georgia.com/20220621/kircxibi-daxasiateba-cancer-267628915.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23590/16/235901618_0:0:3072:2304_1920x0_80_0_0_645eaca6084e961e17f50ac6de3f0d60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
17:30 06.10.2023 (განახლებულია: 20:58 06.10.2023) ასტროლოგები საუბრობენ, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენელ მამაკაცებთან არის ყველაზე რთული ჰარმონიული ურთიერთობები.
თავისებური ხასიათის გამო ზოდიაქოს ამ ნიშნების მამაკაცებთან ურთიერთობები მშვენიერი სქესის თითქმის ყველა წარმომადგენელს უჭირს.
ყველაზე რთული ხასიათისა არიან. ჯიუტები, შეუგუებელნი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის – სასიყვარულო ურთიერთობებში. პირად ცხოვრებაში ვერძი მამაკაცი ფეთქებადია და აგრესიულიც კი. ისინი არასდროს მიდიან დათმობაზე, უარს ამბობენ კომპრომისის მოძებნის შესაძლებლობაზე. ასეთ ადამიანთან ცხოვრებას მხოლოდ ბრძენი ქალი შეძლებს, რომელიც არ შეეხება მის პირად სივრცეს და მას პრაქტიკულად ყველაფერში დაეთანხმება.
თხის რქა მამაკაცები ანგარიშიანი და ცივი არიან, თან მათი ეს თვისებები სიყვარულის პირველ ხანაშიც ვლინდება. არ გაგიკვირდეთ, თუ დაშორდებით, თხის რქამ ცხვირწინ აგაფაროთ ანგარიში ყველა საჩუქარსა თუ რესტორანში ვახშმისთვის. ისინი კიდევ ვერ იტანენ ქალის ცრემლს და მას შანტაჟის საშუალებად მიიჩნევენ. მაგრამ ამ მამაკაცების გულებთან მაინც შეიძლება რამე გზის პოვნა. თხის რქები აღმერთებენ გემრიელ საჭმელს. თუ კარგ კერძებს ამზადებთ, მის გულს აუცილებლად დაიპყრობთ.
კირჩხიბები ძალზე ეჭვიანი არიან, იმდენად, რომ მათი მუდმივი სკანდალები ამ ნიადაგზე ხშირად ურთიერთობების გაწყვეტასა და პარტნიორი ქალის გაბრაზებას იწვევს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალს კირჩხიბი მამაკაცები ხშირად ალკოჰოლში ხედავენ. სანამ ისინი იტანჯებიან, მთელი პრობლემებისა და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა მათ მეორე ნახევრებს აწვებათ კისერზე. ასე რომ, თუ გიყვართ იყოთ ძლიერი ქალი და მხრებით ატაროთ ოჯახური პრობლემების მთელი ბუკეტი, ასეთ მამაკაცს ნამდვილად შეეწყობით.
სწორედ ესენი არიან ზოდიაქოს იმ ნიშნების წარმომადგენელი მამაკაცები, რომლებთან ცხოვრებაც ძალიან რთულია.