https://sputnik-georgia.com/20240524/bregaze-strasburgis-sasamartlom-daadastura-rom-saakasvili-politpatima-ar-aris-288067211.html
ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის
ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის
Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სააკაშვილმა მისი სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივაცია საკმარისად ვერ დაასაბუთა 24.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-24T12:32+0400
2024-05-24T12:32+0400
2024-05-24T14:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ადამიანის უფლებები საქართველოში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104536_0:0:1312:738_1920x0_80_0_0_efaabf02434a53b989cdea338ff2af22.jpg
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ თავისი განაჩენით დაამტკიცა, რომ საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეზე: 2005 წელს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და 2008 წელს ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდებოდა.„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით“, - განაცხადა ბრეგაძემ.მისი თქმით, ევროპული სასამართლოს განაჩენმა საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას წერტილი დაუსვა.სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ორივე საქმე წააგო >>მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება შესაძლოა სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს.გელაშვილის საქმეზე ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების ორგანიზებისთვის, ხოლო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის - 3 წლიანი პატიმრობა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, სააკაშვილს 6 წელი მიესაჯა. ის სასჯელს 2021 წლის ნოემბრიდან იხდის.სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უკვე ორ წელზე მეტია ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.ევროპარლამენტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოთხი რეზოლუცია მიიღო და მას პოლიტპატიმარი უწოდა. საქართველოს შესახებ პირველი მკვეთრი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე - 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე - 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე - 2024 წლის 25 აპრილს.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104536_0:0:1151:863_1920x0_80_0_0_561263ba3f3596309be7be2e15d9fa37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის
12:32 24.05.2024 (განახლებულია: 14:16 24.05.2024) სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სააკაშვილმა მისი სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივაცია საკმარისად ვერ დაასაბუთა
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ თავისი განაჩენით დაამტკიცა, რომ საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეზე: 2005 წელს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და 2008 წელს ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.
„რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს, მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდებოდა.
„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ევროპული სასამართლოს განაჩენმა საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას წერტილი დაუსვა.
„ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმილიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც ასევე, მათ შორის მართული იყო ქვეყნის გარედან და საბოლოო ჯამში, დღევანდელ დღეს, ყველამ დაინახა, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რომ სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს, ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება შესაძლოა სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს.
გელაშვილის საქმეზე ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების ორგანიზებისთვის, ხოლო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის - 3 წლიანი პატიმრობა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, სააკაშვილს 6 წელი მიესაჯა. ის სასჯელს 2021 წლის ნოემბრიდან იხდის.
სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უკვე ორ წელზე მეტია ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოთხი რეზოლუცია მიიღო და მას პოლიტპატიმარი უწოდა. საქართველოს შესახებ პირველი მკვეთრი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე - 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე - 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე - 2024 წლის 25 აპრილს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.