https://sputnik-georgia.com/20240523/saqartvelo-samasvelo-operaciebistvis-gankutvnili-kidev-erti-vertmfreni-miiro-288062963.html
საქართველომ სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ახალი ვერტმფრენი მიიღო
საქართველომ სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ახალი ვერტმფრენი მიიღო
Sputnik საქართველო
ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით, იუწყება შსს 23.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-23T21:26+0400
2024-05-23T21:26+0400
2024-05-23T21:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0c/286807397_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_1fce269525444ba1318d96503b5a3899.jpg
თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის H145 რიგით მეორე ვერტმფრენი შეემატა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას მერე, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში მოხდა. ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, პილოტებმა სრული გადამზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება სამი H145-ის მარკის ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. პირველი ბორტი ქართულმა მხარემ 2024 წლის მარტში მიიღო, მესამე ბორტის გადმოცემა კი 2024 წლის ივნისამდე იგეგმება. შვეულმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.თანამედროვე ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0c/286807397_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2fd77d274c51ca76179eff58d605473c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გერმანია
საქართველომ სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ახალი ვერტმფრენი მიიღო
ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით, იუწყება შსს
თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის H145 რიგით მეორე ვერტმფრენი შეემატა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას მერე, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
„ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში მოხდა. ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, პილოტებმა სრული გადამზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება სამი H145-ის მარკის ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. პირველი ბორტი ქართულმა მხარემ 2024 წლის მარტში მიიღო, მესამე ბორტის გადმოცემა კი 2024 წლის ივნისამდე იგეგმება. შვეულმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.
თანამედროვე ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.