საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 3 მლნ ლარამდე გაიზრდება

© photo: Sputnik / STRINGERხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2024
გამოწერა
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია სამ მილიონ ლარამდე გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია 850 ათასი ლარის ოდენობით. გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღე გადაწყვეტილება, პრემიის მოცულობა გავზარდოთ სამ მილიონ ლარამდე“, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს.
გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე დააანონსა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვის დაწყება საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, რომლებიც გერმანიაში ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატს დაესწრებიან. ერთი მიმართულებით სუბსიდირებული ბილეთის ღირებულება 195 ევრო იქნება. ბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლოდე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო-თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო-ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო-პორტუგალია
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0