https://sputnik-georgia.com/20240518/davitasvili-zogi-politikosi-gamiznulad-cdilobs-seaferxos-qveynis-ganvitareba-287981752.html
დავითაშვილი: ზოგი პოლიტიკოსი გამიზნულად ცდილობს შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება
დავითაშვილი: ზოგი პოლიტიკოსი გამიზნულად ცდილობს შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება
Sputnik საქართველო
პანიკის დათესვის მცდელობა, რაზეც ბოლო დღეებში ბევრი პოლიტიკოსისგან გვესმის, არის აშკარა ღალატი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ, განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 18.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-18T11:31+0400
2024-05-18T11:31+0400
2024-05-18T11:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284779431_44:344:1515:1171_1920x0_80_0_0_2ee988728033e168398744269d781e8e.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. პოლიტიკური ოპონენტები გამიზნულად ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ თავიანთი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7585 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა.პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს არის საკმაოდ მყარი და ჯანსაღი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ინსტიტუტის მიერ.მისი შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად ჯანსაღია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე დროს, ეკონომიკა საკმაოდ მგრძნობიარეა, სტაბილურობასთან პირდაპირ არის კავშირში, ამიტომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს.სწრაფად დასრულდება - ექსპერტი სავალუტო ბაზარზე პანიკის შესახებ >>„ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია“, - აღნიშნა მინისტრმა.ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიური მოვლენების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284779431_0:282:1401:1333_1920x0_80_0_0_d9f29e3f8e4f775096af80242ff2a87c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
დავითაშვილი: ზოგი პოლიტიკოსი გამიზნულად ცდილობს შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება
პანიკის დათესვის მცდელობა, რაზეც ბოლო დღეებში ბევრი პოლიტიკოსისგან გვესმის, არის აშკარა ღალატი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. პოლიტიკური ოპონენტები გამიზნულად ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ თავიანთი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7585 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა.
„სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც ოპონენტებისგან ისმის, ბუნებრივია, რომ დადებითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მოვლენებზე. ეს არის პრინციპში გამიზნული პოლიტიკა ოპონენტების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს ცდება პოლიტიკის მორალურ ჩარჩოებს. ყველა გზით მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, რომ არ არის მთლად ღირსეული“, - განაცხადა დავითაშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს არის საკმაოდ მყარი და ჯანსაღი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ინსტიტუტის მიერ.
მისი შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად ჯანსაღია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე დროს, ეკონომიკა საკმაოდ მგრძნობიარეა, სტაბილურობასთან პირდაპირ არის კავშირში, ამიტომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს.
„ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია“, - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიური მოვლენების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.