https://sputnik-georgia.com/20240517/swrafad-dasruldeba-eqsperti-savaluti-bazarze-panikis-sesaxeb-287975475.html
სწრაფად დასრულდება - ექსპერტი სავალუტო ბაზარზე პანიკის შესახებ
სწრაფად დასრულდება - ექსპერტი სავალუტო ბაზარზე პანიკის შესახებ
Sputnik საქართველო
სხვა თანაბარ პირობებში, დღეს ლარის კურსზე არსებული მდგომარეობა არ არის განპირობებული რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით, მიიჩნევს ექსპერტი. 17.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-17T22:01+0400
2024-05-17T22:01+0400
2024-05-17T22:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22969/03/229690314_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6264e32d4b9a6669e07f614513d292f9.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სტაბილური ფინანსური ბაზრის პირობებში აჟიოტაჟი და პანიკა სწრაფად სრულდება, განაცხადა ექსპერტმა გიორგი აბაშიშვილმა.ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7596 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა.მისი თქმით, აჟიოტაჟი რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტორებით არ არის გამოწვეული.„სხვა თანაბარ პირობებში დღეს ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით (ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვები, ტურიზმი) არ არის გამოწვეული. შესაბამისად, ეს არის აჟიოტაჟური და ნაწილობრივ პანიკური. რა თქმა უნდა აჟიოტაჟი და პანიკაც ფაქტორია, თუმცა, არანაირად ფუნდამენტური“, - განაცხადა აბაშიშვილმა.ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა 2,758 GEL/$1 შეადგინა.ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22969/03/229690314_170:0:1894:1293_1920x0_80_0_0_c0f1e50706b8ac246e92a942a59ced9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
სწრაფად დასრულდება - ექსპერტი სავალუტო ბაზარზე პანიკის შესახებ
სხვა თანაბარ პირობებში, დღეს ლარის კურსზე არსებული მდგომარეობა არ არის განპირობებული რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სტაბილური ფინანსური ბაზრის პირობებში აჟიოტაჟი და პანიკა სწრაფად სრულდება, განაცხადა ექსპერტმა გიორგი აბაშიშვილმა.
ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7596 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა.
„აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში (პლუს რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი) მოკლე ვადაში მილევადია - ეს საქართველოში არაერთხელ დამტკიცდა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, აჟიოტაჟი რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტორებით არ არის გამოწვეული.
„სხვა თანაბარ პირობებში დღეს ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით (ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვები, ტურიზმი) არ არის გამოწვეული. შესაბამისად, ეს არის აჟიოტაჟური და ნაწილობრივ პანიკური. რა თქმა უნდა აჟიოტაჟი და პანიკაც ფაქტორია, თუმცა, არანაირად ფუნდამენტური“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა 2,758 GEL/$1 შეადგინა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.