https://sputnik-georgia.com/20240516/saqartvelos-sapatriarqom-mixael-rotis-gancxadebas-samarcxvino-uwoda-287958643.html
საქართველოს საპატრიარქომ მიხაელ როთის განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდა
საქართველოს საპატრიარქომ მიხაელ როთის განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდა
Sputnik საქართველო
უხერხულობას ქმნის ის ზეწოლა სახელმწიფოზე და ის განცხადებები, რომლებიც გარედან ისმის, განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ 16.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-16T21:25+0400
2024-05-16T21:25+0400
2024-05-16T21:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121705_0:112:3000:1800_1920x0_80_0_0_7e5e7fc387efe11cc046c35642bf5a32.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ ქართული ეკლესიის მისამართით სამარცხვინო განცხადება გააკეთა, როდესაც გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა „ქართულ ოცნებას“ „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შექმნის ნათელ მომავალს ახალგაზრდა თაობის გარეშე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებს, მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე დაყრდნობით. „სცადეთ! ვფიქრობ, რომ ტვინების გადინება აბსოლუტური კატასტროფა იქნება თქვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.მისი თქმით, უხერხულობას ქმნის ის ზეწოლა სახელმწიფოზე და ის განცხადებები, რომლებიც გარედან ისმის.„იცით, რა ქმნით უხერხულობას? თვითონ კანონის შინაარსს მე არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ. უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.ცნობილია, თუ როდის დაადებს პრეზიდენტი „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს>>„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121705_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_5821e72e9a83eaadc056b66e923d5aee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გერმანია
საქართველოს საპატრიარქომ მიხაელ როთის განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდა
უხერხულობას ქმნის ის ზეწოლა სახელმწიფოზე და ის განცხადებები, რომლებიც გარედან ისმის, განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ ქართული ეკლესიის მისამართით სამარცხვინო განცხადება გააკეთა, როდესაც გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა „ქართულ ოცნებას“ „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შექმნის ნათელ მომავალს ახალგაზრდა თაობის გარეშე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებს, მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე დაყრდნობით. „სცადეთ! ვფიქრობ, რომ ტვინების გადინება აბსოლუტური კატასტროფა იქნება თქვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მიხაელ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის და ასეთი ადამიანისაგან, ასეთი ხმამაღალი განცხადებები ჩვენთვის, ეკლესიისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, უხერხულობას ქმნის ის ზეწოლა სახელმწიფოზე და ის განცხადებები, რომლებიც გარედან ისმის.
„იცით, რა ქმნით უხერხულობას? თვითონ კანონის შინაარსს მე არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ. უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.