https://sputnik-georgia.com/20240515/cnobilia-rodis-daadebs-vetos-prezidenti-kanons-287933115.html
ცნობილია, თუ როდის დაადებს პრეზიდენტი „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს
ცნობილია, თუ როდის დაადებს პრეზიდენტი „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს
Sputnik საქართველო
მსხილაძის თქმით, ზურაბიშვილი არ აპირებს აღნიშნული კანონპროექტის მუხლობრივ ან რაიმე სახის განხილვაში ჩართვას. 15.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-15T21:00+0400
2024-05-15T21:00+0400
2024-05-15T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283437977_0:196:2048:1348_1920x0_80_0_0_5dd3f870053425d7e530e5d379cf840b.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. კონკრეტულად რა ჩაიწერება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოში, რომლის გამოყენებასაც იგი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიმართ აპირებს, ორ კვირაში გახდება ცნობილი, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომლის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, ისე დასავლელი პარტნიორები.მისი თქმით, პრეზიდენტი არ აპირებს აღნიშნული კანონის მუხლობრივ ან რაიმე სახის განხილვაში ჩართვას.„წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნებს ვითვალისწინებთ,“ - განაცხადა მსხილაძემ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი უნდა გაგრძელდეს.დღეს ზურაბიშვილმა ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს კანონზე ვეტოს უფლებას, მაგრამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შესთავაზა წარმოადგინოს ქვეყნის უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული ვეტო მოტივირებული შენიშვნებით, რათა კანონპროექტში ცვლილებები შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს.სკანდალური კანონი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283437977_292:176:1855:1348_1920x0_80_0_0_0b36cb0fd951f8abe10d7510b0d55539.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცნობილია, თუ როდის დაადებს პრეზიდენტი „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს
მსხილაძის თქმით, ზურაბიშვილი არ აპირებს აღნიშნული კანონპროექტის მუხლობრივ ან რაიმე სახის განხილვაში ჩართვას.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. კონკრეტულად რა ჩაიწერება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოში, რომლის გამოყენებასაც იგი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიმართ აპირებს, ორ კვირაში გახდება ცნობილი, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომლის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, ისე დასავლელი პარტნიორები.
„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ამას ნახავთ ორ კვირაში. ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო", - განაცხადა მსხილაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, პრეზიდენტი არ აპირებს აღნიშნული კანონის მუხლობრივ ან რაიმე სახის განხილვაში ჩართვას.
„წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნებს ვითვალისწინებთ,“ - განაცხადა მსხილაძემ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
„ამ კანონმა იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია ქვეყანაში, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ გააჩნია,“ - განაცხადა მსხილაძემ.
დღეს ზურაბიშვილმა ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს კანონზე ვეტოს უფლებას, მაგრამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შესთავაზა წარმოადგინოს ქვეყნის უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული ვეტო მოტივირებული შენიშვნებით, რათა კანონპროექტში ცვლილებები შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.