https://sputnik-georgia.com/20240511/kanoni-ucxouri-gavlenis-gamwvirvalobis-sesaxeb-irakli-raribasvilis-gancxadebam-skandali-gamoiwvia-287857683.html
კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ სკანდალი გამოიწვია
კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ სკანდალი გამოიწვია
Sputnik საქართველო
არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის აგენტი ხარ, აგენტი უნდა დაისაჯოს ღალატისთვის, განაცხადა ღარიბაშვილმა 11.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-11T22:48+0400
2024-05-11T22:48+0400
2024-05-11T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ქართული ოცნება
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286041709_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_fdc33a1ed1bcabe21a52ee2c69eb185c.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საგარეო ინტერესების ლეგალიზაციას ღალატი უწოდა, რამაც ახალი სკანდალი გამოიწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ისედაც მწვავე განხილვის ფონზე.ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის“ კანონის შეცვლის პირობები და ვადები დაასახელა>>წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავენ.მისი თქმით, აგენტის ქმედება ღალათისთვის არის დასჯადი.„მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის, თუ აზიის. მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი! აგენტის ქმედება არის დასჯადი. ეს არის ღალატი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და არაერთმა ოპოზიციურმა მედიამ მმართველი პარტიის ლიდერის განცხადება პარტიულ პოზიციად წარმოაჩინა. ამან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აღშფოთება გამოიწვია.მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.„არა თუ „ქართულ ოცნებაში“ არ არის სხვადასხვა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოებაც ამაზე დგას, რომ მნიშვნელოვანია ის ფული, რაც საქართველოში შემოდის, ნათელი, ცხადი და გამჭვირვალე იყოს ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.საქართველო არ შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს ევროკავშირთან მიმართებაში - პრემიერი>>„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის შეცვალოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან კონსტრუქციული წინადადებების შემთხვევაში.ამასთან, ვენეციის კომისია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით. 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა. მიმართვის მიზანი გახდა PACE-ს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების, კლოდ კერნის და ედიტ ესტრელის შეშფოთება კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286041709_78:0:1217:854_1920x0_80_0_0_eafac3e2b4100606dc05268dcae3bb99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ქართული ოცნება , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ქართული ოცნება , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ სკანდალი გამოიწვია
არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის აგენტი ხარ, აგენტი უნდა დაისაჯოს ღალატისთვის, განაცხადა ღარიბაშვილმა
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საგარეო ინტერესების ლეგალიზაციას ღალატი უწოდა, რამაც ახალი სკანდალი გამოიწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ისედაც მწვავე განხილვის ფონზე.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავენ.
„რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ... ეს ჩემი პირადი აზრია და ეს არ არის პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, აგენტის ქმედება ღალათისთვის არის დასჯადი.
„მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის, თუ აზიის. მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი! აგენტის ქმედება არის დასჯადი. ეს არის ღალატი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და არაერთმა ოპოზიციურმა მედიამ მმართველი პარტიის ლიდერის განცხადება პარტიულ პოზიციად წარმოაჩინა. ამან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აღშფოთება გამოიწვია.
„ღარიბაშვილის კომენტარებიც ვნახე და ვნახეთ, როგორ მოხდა მანიპულაცია შემდგომ, აბსოლუტური დეზინფორმაციის გავრცელება პირდაპირ ოპოზიციური არხების მხრიდან. ეს უკვე ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა კი არ არის, უკვე ჩვეულებრივი ტყუილია, რომელსაც მედიები კადრულობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
„არა თუ „ქართულ ოცნებაში“ არ არის სხვადასხვა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოებაც ამაზე დგას, რომ მნიშვნელოვანია ის ფული, რაც საქართველოში შემოდის, ნათელი, ცხადი და გამჭვირვალე იყოს ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის შეცვალოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან კონსტრუქციული წინადადებების შემთხვევაში.
ამასთან, ვენეციის კომისია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით. 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა. მიმართვის მიზანი გახდა PACE-ს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების, კლოდ კერნის და ედიტ ესტრელის შეშფოთება კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.