https://sputnik-georgia.com/20240511/saqartvelo-ar-seicvlis-sagareo-politikur-kurss-evrokavsirtan-mimartebasi-premieri-287857495.html
საქართველო არ შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს ევროკავშირთან მიმართებაში - პრემიერი
საქართველო არ შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს ევროკავშირთან მიმართებაში - პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველოს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის განვითარებასა და აღორძინებაში, მიაჩნია პრემიერს 11.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-11T22:27+0400
2024-05-11T22:27+0400
2024-05-11T22:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286262585_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_94f11dcde143aa5a5fbe447bfcd6b990.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთადერთი გზა და მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.პრემიერის თქმით, საქართველოს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის განვითარებასა და აღორძინებაში.„ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველო მოწინავე და ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს სამართლის უზენაესობა, დემოკრატია თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები, ჩვენ მთავარია შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, ასეთ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მალე გახდება. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება გაწევრიანებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ცოტა დრო დარჩა იმისათვის, რომ ევროკავშირის მიმართულებით მომდევნო ნაბიჯი უკვე წელს გადადგას.საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანას გაუადვილდება პირობების შესრულება, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად და დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში მთავრობა ამ მიმართულებით რიგ ახალ ინიციატივას ამზადებს.გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრულია მკაფიო პირობები და როგორც კი საქართველო შეასრულებს მათ, გაერთიანება მზად იქნება ჩვენი ქვეყნის მისაღებად. ამასთან დასძინა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის და ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საქართველო იმ დროისთვის მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286262585_321:0:1546:919_1920x0_80_0_0_3d0a3f9419cd233edfc5453fbdcd1c6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო არ შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს ევროკავშირთან მიმართებაში - პრემიერი
საქართველოს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის განვითარებასა და აღორძინებაში, მიაჩნია პრემიერს
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთადერთი გზა და მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
„ბუნებრივია, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია - ევროკავშირის წევრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეკონომიკური თუ ღირებულებითი პრობლემები, რომელიც ევროკავშირის წინაშე დგას დროებითია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დიდი ევროპელი მოღვაწეების წინაშე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის აღორძინებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საქართველოს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის განვითარებასა და აღორძინებაში.
„ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველო მოწინავე და ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს სამართლის უზენაესობა, დემოკრატია თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები, ჩვენ მთავარია შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, ასეთ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მალე გახდება. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება გაწევრიანებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ცოტა დრო დარჩა იმისათვის, რომ ევროკავშირის მიმართულებით მომდევნო ნაბიჯი უკვე წელს გადადგას.
„შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანას გაუადვილდება პირობების შესრულება, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად და დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში მთავრობა ამ მიმართულებით რიგ ახალ ინიციატივას ამზადებს.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრულია მკაფიო პირობები და როგორც კი საქართველო შეასრულებს მათ, გაერთიანება მზად იქნება ჩვენი ქვეყნის მისაღებად. ამასთან დასძინა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის და ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საქართველო იმ დროისთვის მიიღოს.