https://sputnik-georgia.com/20240511/xelisuflebam-gamwvirvalobis-kanonis-secvlis-pirobebi-da-vadebi-daasaxela-287851655.html
ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის“ კანონის შეცვლის პირობები და ვადები დაასახელა
ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის“ კანონის შეცვლის პირობები და ვადები დაასახელა
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა უახლოეს ორ კვირაში მესამე მოსმენით საქართველოში ყველაზე სკანდალურ კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს. 11.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-11T15:10+0400
2024-05-11T15:10+0400
2024-05-11T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286501717_50:187:1792:1167_1920x0_80_0_0_bd113abd5b52634dfa35acbe7aae38f4.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის შეცვალოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან კონსტრუქციული წინადადებების შემთხვევაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პარლამენტმა უახლოეს ორ კვირაში მესამე მოსმენით საქართველოში ყველაზე სკანდალურ კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ გამოიყენებდა ვეტოს უფლებას და დაუბრუნებდა პარლამენტს.საქართველოს არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა აშშ-სა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საფრთხის ქვეშაა, მიზეზი კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სურვილია მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს - პრემიერ-მინისტრის მიმართვის ძირითადი თეზისები>>ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში.„შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიაა თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის, კონსულტაციებისთვის დასავლელ პარტნიორებთან კანონპროექტთან დაკავშირებით.„ამ ურთიერთობებში მთავარია ღირსეული და სამართლიანი დამოკიდებულება - მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ითქმებოდეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შენიშვნები“, - განაცხადა კობახიძემ.ევროკავშირთან ურთიერთობაში ყველა სირთულე გადაილახება - პრემიერ-მინისტრი>>კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანთან.როგორც კობახიძე აცხადებს, ბოლო ტენდენციები აჩვენებს, რომ დასავლელი პარტნიორები მზად არიან კონსტრუქციული დისკუსიისთვის.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.ამასთან, ვენეციის კომისია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით. 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა. მიმართვის მიზანი გახდა PACE-ს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების, კლოდ კერნის და ედიტ ესტრელის შეშფოთება კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286501717_246:0:1802:1167_1920x0_80_0_0_90b818dfc36356e9a14c97b44e49e7ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის“ კანონის შეცვლის პირობები და ვადები დაასახელა
15:10 11.05.2024 (განახლებულია: 22:48 11.05.2024) საქართველოს პარლამენტმა უახლოეს ორ კვირაში მესამე მოსმენით საქართველოში ყველაზე სკანდალურ კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის შეცვალოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან კონსტრუქციული წინადადებების შემთხვევაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა უახლოეს ორ კვირაში მესამე მოსმენით საქართველოში ყველაზე სკანდალურ კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ გამოიყენებდა ვეტოს უფლებას და დაუბრუნებდა პარლამენტს.
„ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, როცა ყველა საკითხის განხილვა და შეჯერებაა შესაძლებელი ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა აშშ-სა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საფრთხის ქვეშაა, მიზეზი კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სურვილია მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში.
„შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიაა თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის, კონსულტაციებისთვის დასავლელ პარტნიორებთან კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ამ ურთიერთობებში მთავარია ღირსეული და სამართლიანი დამოკიდებულება - მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ითქმებოდეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შენიშვნები“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანთან.
როგორც კობახიძე აცხადებს, ბოლო ტენდენციები აჩვენებს, რომ დასავლელი პარტნიორები მზად არიან კონსტრუქციული დისკუსიისთვის.
„ბოლო ტენდენციები არის კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. მანამდე თუ იყო მხოლოდ ზოგადი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა, რატომ არ ვარგა – არ იყო არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე არის მზაობა, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ განხილვაში კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა პრემიერმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ამასთან, ვენეციის კომისია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით. 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა. მიმართვის მიზანი გახდა PACE-ს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების, კლოდ კერნის და ედიტ ესტრელის შეშფოთება კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.