საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - 2024 წლის მონაცემები

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiyევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2024
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 1015 მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, აქედან სამი პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
დეპორტირებულთაგან 628 მამაკაცია და 159 ქალი.
ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე დეპორტირებულია გერმანიიდან (611), შემდეგ მოდის საფრანგეთი (165), საბერძნეთი (32), შვეიცარია (34), პოლონეთი (29), იტალია (23) და ესპანეთი (16).
შსს-ს ცნობით, იმ სამი პირის დეპორტაცია, რომელთა მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, გერმანიიდან, რუმინეთიდან და საბერძნეთიდან იგეგმებოდა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
ყველა ახალი ამბავი
0