დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 აპრილი

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხულის პეიზაჟი
გაზაფხულის პეიზაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 21 აპრილია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღეს მძლავრი და ბობოქარი გრძნობების დღეა, რომლებიც ირგვლივ მყოფებთან დაპირისპირებასა და ინტერესთა კონფლიქტში შეიძლება გამოვლინდეს. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით. და რაც მთავარია, ეცადეთ, ემოციების შემოტევები შეაკავოთ, რათა მერე თქვენი საქციელი სანანებელი არ გაგიხდეთ.
ვერძი: უამრავი სიურპრიზი გელოდებათ. არაა გამორიცხული, რომ ამის წყალობით ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედოთ. შესაძლოა, საქმეში რაღაც ახალი ფაქტები გამოჩნდეს, ან გარშემომყოფებიდან ვინმემ თავი სრულიად სხვაგვარად აჩვენოს. რა თქმა უნდა, ეს თქვენს ყურადღებას გაფანტავს, მაგრამ სამაგიეროდ, ახალ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.
ორსული მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: არის რისკი, რომ რაღაც ღირებული იდეა ძირშივე ამოძირკვოთ, რაც გადაწყვეტილებების მიღებისას თქვენი აჩქარებითა და დეტალებში ჩაღრმავების სურვილის არქონის გამო მოხდება. სანანებელი რომ არ გაგიხდეთ, გახსნილი უნდა იყოთ ახალი აზრების, პროექტებისა და იდეებისთვის. ბოლოს და ბოლოს, მათზე უარის თქმას მერეც მოასწრებთ.
ტყუპი: დღეს თქვენი ორგანიზატორული ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება გექნებათ. დაუსახოთ გარშემომყოფებს ამოცანები, გადაანაწილოთ მოვალეობები, სტიმული მისცეთ ადამიანებს – ეს ყველაფერი დღეს მშვენივრად გამოგდით. თუ სხვების ხელმძღვანელობის შესაძლებლობა არ გექნებათ, შესანიშნავად შეძლებთ საკუთარი თავის ორგანიზებას.
კირჩხიბი: თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ ჭორებისა და ინტრიგებისგან, რათა მათში ჩათრეული არ აღმოჩნდეთ. რა ბობოქარი ამბებიც არ უნდა განვითარდეს ირგვლივ, გვერდით გადექით და ნეიტრალიტეტი დაიცავით. გარშემომყოფები თქვენ გარეშეც გაარკვევენ ყველაფერს, ხოლო თუ თქვენ ჩაერევით ამაში, ძალიან ინანებთ. ეს თქვენს რეპუტაციაზე ცუდად აისახება.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
ლომი: მიზნის მისაღწევად „შემოვლითი“ გზებით მოგიწევთ მოქმედება. გარშემომყოფებთან პირდაპირი საუბარი არაფერს მოიტანს, ხოლო „პარტიზანული“ მეთოდები, როგორიცაა მინიშნებები, საკმაოდ ეფექტური გამოდგება. ასე რომ, თუ გინდათ, თქვენი იდეა წაწიოთ წინ, გვერდიდან უნდა მოუაროთ, ჩააწვეთოთ საჭირო ადამიანებს საჭირო ინფორმაცია.
ქალწული: მოემზადეთ – დღეს დიდი ალბათობაა, რომ მოულოდნელად რაღაც მაცდური წინადადება მიიღოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს შემოსავლებს, სამუშაოს ან პირად ცხოვრებას. მაგრამ სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგან უნდა აწონ–დაწონოთ. მხოლოდ დეტალებში ჩაღრმავებითა და მოგების „კალკულატორით დათვლით“ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
სასწორი: დღეს ნამდვილ სუპერმენად იგრძნობთ თავს. ხართ ენერგიული, დაუღალავი და აზარტული. ამ თვისებების წყალობით მთების გადადგმა შეგიძლიათ. გაქვთ შანსი, რომ ბრწყინვალედ განახორციელოთ ყველაზე უიმედო ჩანაფიქრიც კი. ისე კი, „მთების გადადგმის“ დროს ზედმეტი არ მოგივიდეთ. ზომიერება კარგი რამეა.
გოგონა მობილური ტელეფონით ექსტრემალურ სიტუაციაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სოციალურ ქსელებში
მორიელი: დღეს გარშემომყოფები შეიძლება გააოცოთ რაღაც საკითხისადმი მოულოდნელი დამოკიდებულებით. შესაძლოა, სრულიად განსხვავებულად გადაჭრათ პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ბევრი ადამიანი წარუმატებლად ცდილობდა. დღეს არასტანდარტულად აზროვნებთ და ეს დაგეხმარებათ, რომ საკითხებს სხვა კუთხით შეხედოთ.
მშვილდოსანი: დღეს ძალზე დამოუკიდებელი ხართ. ნებისმიერი მცდელობა, მოგცენ რჩევა და მით უმეტეს, გმართონ, თქვენი მხრიდან პირად შეურაცხყოფად იქნება აღქმული. ერთი მხრივ, ასეთი პოზიცია გარშემომყოფებთან კონფლიქტებით შეიძლება დასრულდეს, მეორე მხრივ კი ის, რომ არანაირ ჩარჩოებს არ ცნობთ, თქვენ საქმეებზე დადებითად აისახება.
თხის რქა: რაღაც მოვლენებმა, შესაძლოა, ძალიან გაგანაწყენოთ და კალაპოტიდან ამოგაგდოთ. მაგრამ არ ინერვიულოთ – ეს ნორმალურია, რადგან ყოველთვის არ გამოდის ის, რაც გვინდა. არც გარშემომყოფების იმედზე ყოფნა ვარგა მუდმივად. დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ასე იმედგაცრუებაც ნაკლები იქნება.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2019
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია
მერწყული: დილიდან ლიდერად იგრძნობთ თავს. და საქმე მხოლოდ ის არაა, რომ მოულოდნელად ბრძანებების გაცემის სურვილი გაგიჩნდებათ, არამედ ის, რომ გარშემომყოფები თქვენს სიტყვებს შეისმენენ. ლაპარაკობთ დამაჯერებლად, შეგიძლიათ ადამიანების დაინტერესება საკუთარი იდეებითა და პროექტებით. არ ღირს დროის ყოფით პრობლემებზე დახარჯვა.
თევზები: დღეს გარშემომყოფები თითქოს თქვენს მოთმინებას ცდიან. არადა თქვენი მოთმინების ფიალა უძირო ხომ არაა. რა გასაკვირია, რომ ეს ფიალა რაღაც მომენტში გაივსოს და... ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, „ორთქლი“ ეტაპობრივად გამოუშვათ. სჯობს, მთელი დღე იბუზღუნოთ, ვიდრე მრისხანება შეიკავოთ და ბოლოს გრანდიოზული სკანდალი მოაწყოთ.
ყველა ახალი ამბავი
0