დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აპრილი

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 17 აპრილია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკურიმფარველობს.
ძალზე იღბლიანი დღეა მათთვის, ვინც გონებრივ სამუშაოს ასრულებს. თუმცა ასევე ყველასთვის გააქტიურდება ინტელექტუალური უნარები და შრომისუნარიანობა. ასევე კარგი დღეა საქმიანი და ფინანსური ოპერაციებისთვის, შოპინგისთვის.
ვერძი: კარგი დროა იმისთვის, რომ პერსპექტივაზე დაფიქრდეთ. დინებაზე დაუფიქრებლად მიყოლა ის სტრატეგია არაა, რომელსაც თქვენი სიმაღლეზე აყვანა შეუძლია. შესაძლოა, თქვენი ცხოვრება კალაპოტიდან ამოვარდა და წინსვლისთვის დრო აღარ გრჩებათ. დღეს შეგიძლიათ სწორად შეაფასოთ საკუთარი პოტენციალი. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ამჟამინდელ სამუშაოზე თავი უკვე ამოწურეთ. ასეთ შემთხვევაში ჯობია დაფიქრდეთ, როგორ შეცვალოთ ვითარება.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
კურო: დღეს არავითარ შემთხვევაში არ ღირს პირადი ურთიერთობებისა და სამუშაოს ერთმანეთში არევა, როგორც არ უნდა გიბიძგოთ ამისკენ სიტუაციამ. შესაძლოა, ვინმემ მოინდომოს თქვენი ჩათრევა რაღაც საქმეში და თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, აუცილებლად ინანებთ. დააზიანებთ ან სამუშაოს ან მეგობრობას და უარეს შემთხვევაში – ორივეს.
ტყუპი: დღეს უამრავ მოსაზრებას წააწყდებით. სულ უბრალო და მარტივ საკითხზეც კი შეიძლება უთანხმოებები და დაპირისპირებებიც კი მოგიხდეთ. ამასთან, განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ თქვენს ხელმძღვანელ პირებსაც. ამან შეიძლება დაგთრგუნოთ. თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს თქვენი პოზიციები უბრძოლველად დათმოთ – როგორც ამბობენ, ხელმძღვანელობამ უკეთ იცის, ყოველ შემთხვევაში – დღეს.
კირჩხიბი: დღეს საჭიროა ისეთი უნარების გამომჟღავნება, როგორიცაა სიზუსტე და გონების მოკრება. არანაირი ვარაუდები, ფანტაზიები – სიტუაციაცა და ადამიანებიც თქვენ ირგვლივ მხოლოდ ფაქტებს მოითხოვენ. არაფერი ისე არ გამოიყვანს გარშემომყოფებს მდგომარეობიდან, როგორც თქვენი ჭოჭმანი, ვარაუდები. თუ გსურთ, რომ შეგამჩნიონ, შეგაფასონ, აზრები სტატისტიკის, გრაფიკისა და ციფრების ენაზე უნდა გამოთქვათ.
ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2023
ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ლომი: დღეს გულგრილი არ იქნებით ციფრებისა და ფაქტების მიმართ. საუბარი შეიძლება იყოს სწავლაზე, რაღაც რთულ გათვლებზე ან შეთანხმების წვრილი შრიფტით დაწერილ პუნქტებზე – ყველაფერში გარკვევას და სათანადო დასკვნების გამოტანას შეძლებთ. სიფრთხილე გმართებთ იმ მხრივ, რომ თქვენი ასეთი გამახვილებული ყურადღება წვრილმანებზე ფუჭად არ დახარჯოთ. იმოქმედეთ და სერიოზულ საქმეებს მიხედეთ.
ქალწული: დღეს მთავარი როლისთვის არ იბრძოლებთ, მაგრამ შესანიშნავად აჩვენებთ თავს მეორე როლზე. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ მოქმედება გუნდში ან ვინმეს დავალების შესრულება. ერთადერთი პირობაა ის, რომ კარგად უნდა გესმოდეთ პროცესის ლოგიკა: ვინ რას აკეთებს და სამუშაოს რა მონაკვეთზე აგებს პასუხს. დღეს ნამდვილად არაა თქვენთვის განკუთვნილი უტყვი და გულგრილი შემსრულებლის როლი.
სასწორი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ. ხართ ძალზე კომუნიკაბელური, სავსე საინტერესო იდეებით, თქვენი კრეატიულობა სათანადო სიმაღლეზეა. საქმიანი კავშირის დამყარების შანსი გაქვთ ყველანაირ, მათ შორის, არაფორმალურ გარემოშიც. ქუჩაში, სადმე დერეფანში, წვეულებაზე – ყველაგან შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მომავალ კარიერაზე (და შეიძლება, ბედზეც) დიდ გავლენას მოახდენს.
გოგონა მობილური ტელეფონით - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღეს რომელიმე საკმაოდ ამბიციური პროექტის შემუშავება დაიწყეთ. საუბარი შეიძლება იყოს როგორც კარიერულ გეგმებზე, ისე პირადი ცხოვრების მოწყობაზე. კარგი დროა იმისთვის, რომ თქვენი ფიქრები და გეგმები ფანტაზიის რიგებიდან პირველად გასაკეთებელ საქმეთა რიგში გადმოიტანოთ. ყველა დეტალი კარგად უნდა გქონდეთ გათვლილი და გააზრებული. ეს იქნება თქვენი ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.
მშვილდოსანი: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც ინფორმაცია შეიტყოთ, რაც წინსვლაში დაგეხმარებათ. ეს ინფორმაცია შეიძლება შემთხვევით მოისმინოთ, ან სათანადო დასკვნა, გავრცელებული ხმებისა და ჭორების გაანალიზებით, თავად გააკეთოთ. მთავარი ისაა, რომ გარემოებებისა და თქვენი ანალიტიკური უნარების წყალობით ხელში ჩაგივარდებათ გასაღები, რომელიც ახალი მიღწევებისა და წარმატებების კარს გააღებს.
თხის რქა: კარგი იქნება დაფიქრება იმაზე, თუ ბოლო დროს რა გააკეთეთ არასწორად, სად დაუშვით შეცდომა. დღეს გამოირჩევით არა მხოლოდ თვითკრიტიკულობით, არამედ ასევე უნარით, რომ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და მიუკერძოებლად შეაფასოთ თქვენი მოქმედებები. შესაძლოა, რაღაც მომენტში აჩქარდით, გზას გადაუხვიეთ, ან, უბრალოდ, საქმე ბოლომდე არ მიიყვანეთ. ამის გარკვევა – ესაა პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ დროთა განმავლობაში ვითარება გამოასწოროთ.
Казино - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული
მერწყული: დღეს რაღაც საკითხში შესაძლოა, არჩევანის გაკეთება დაგჭირდეთ. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იქნება. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ორივე ვარიანტს თავისი თვალსაჩინო პლუსები და მინუსები აქვს? ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ, თუნდაც სიტუაცია ამას გაიძულებდეთ. თქვენი გადაწყვეტილება უნდა მომწიფდეს, „დაილექოს". შეიძლება რაღაც კომპრომისი მოძებნოთ, ან სანამ ფიქრობთ, მესამე ვარიანტიც გამოჩნდეს.
თევზები: რა ცოდნა და გამოცდილებაც არ უნდა გაგაჩნდეთ, დღეს რაღაც მომენტში მოწაფის როლში აღმოჩნდებით. შესაძლოა, თქვენზე უფრო გამოცდილის კონსულტაცია დაგჭირდეთ, ან ხელმძღვანელობამ პირად კონტროლზე აგიყვანოთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ სხვისი ლაპარაკიდან თქვენი სამუშაოსთვის აუცილებელი ცნობები მიიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, წაგადგებათ სხვისი რჩევების მოსმენა - გახსოვდეთ, რომ სწავლა არასდროსაა გვიანი.
ყველა ახალი ამბავი
0