https://sputnik-georgia.com/20240413/mmartveli-partia-prezidenti-saxelmwifos-winaarmdeg-moqmedebs-287315302.html
მმართველი პარტია: საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს
მმართველი პარტია: საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს
Sputnik საქართველო
ჩვენ მოგვიწევს მომავალი 6 თვის განმავლობაში ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე ადამიანის ატანა, განაცხადა პოლიტიკოსმა 13.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-13T17:40+0400
2024-04-13T17:40+0400
2024-04-13T17:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_199:372:1398:1046_1920x0_80_0_0_6ac3decfbf5fbda1787a123feebd544d.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის მსჯავრდებული გრიგორიადისის შეწყალებით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.პრეზიდენტმი გრიგორიადისს შეიწყალებს, მაგრამ გადაწყვეტილებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია >>საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებს გრიგორიადისს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო, ასევე ცეცხლის წაკიდებით ქონების განადგურებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ მაშინვე დატოვა თანამდებობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ.„ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და, ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, რომელიც სამშობლოს ემსახურება“, - დაწერა აბდალაძემ სოციალურ ქსელში.„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა: ლაზარე გრიგორიადისი ჯერჯერობით ციხეში რჩება>>ადვოკატები კი ჯერ ისევ ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე.ჯერ არაფერი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ორშაბათამდე გადაიწევს. პროცედურები რა არის და რას ელოდებიან, ზუსტად არ ვიცით. წესით, ელექტრონულად უნდა გადაგზავნონ და მაშინვე გამოუშვან“, - განაცხადა გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.ჯერჯერობით უცნობია, გრიგორიადსს შეიწყალებენ მხოლოდ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტზე თუ ორივე საქმეზე. 2023 წლის სექტემბერში მას მამაზე ძალადობის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.საქმის დეტალებიგრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.ადრე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით, მას მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_277:349:1233:1066_1920x0_80_0_0_7812350791148c09a9eff10c661c99af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება
მმართველი პარტია: საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს
ჩვენ მოგვიწევს მომავალი 6 თვის განმავლობაში ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე ადამიანის ატანა, განაცხადა პოლიტიკოსმა
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის მსჯავრდებული გრიგორიადისის შეწყალებით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებს გრიგორიადისს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო, ასევე ცეცხლის წაკიდებით ქონების განადგურებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ამით ერთხელ კიდევ უთხრა მან ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვის არის აღტყინებული და მოწადინებული: „რამდენჯერაც ისვრით საქართველოს სახელმწიფოს, ქართული პოლიციისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილს“, ნუ გეშინიათ, სამართალს როდესაც დააყენებს ქართული სასამართლო, მე, რა თქმა უნდა, როგორც „პროექტის“ ადამიანი („ნაცმოძრაობის“ - რედ.) და არა საქართველოს პრეზიდენტი, ყოველთვის შევიწყალებ ადამიანებზე, პოლიციელებზე და ქართულ სახელმწიფოზე „კოქტეილის“ მსროლელს“ - ეს არის მისი გზავნილი, მისი პოზიცია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს მომავალი 6 თვის განმავლობაში ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე ადამიანის ატანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ მაშინვე დატოვა თანამდებობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ.
„ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და, ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, რომელიც სამშობლოს ემსახურება“, - დაწერა აბდალაძემ სოციალურ ქსელში.
ადვოკატები კი ჯერ ისევ ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე.
ჯერ არაფერი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ორშაბათამდე გადაიწევს. პროცედურები რა არის და რას ელოდებიან, ზუსტად არ ვიცით. წესით, ელექტრონულად უნდა გადაგზავნონ და მაშინვე გამოუშვან“, - განაცხადა გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
ჯერჯერობით უცნობია, გრიგორიადსს შეიწყალებენ მხოლოდ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტზე თუ ორივე საქმეზე. 2023 წლის სექტემბერში მას მამაზე ძალადობის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ადრე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით, მას მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.