https://sputnik-georgia.com/20240412/ramdeni-qartveli-dasamqda-ucxoetsi-legalur-samsaxursi-bolo-informacia-287285318.html
რამდენი მოქალაქე დასაქმდა უცხოეთში ლეგალურ სამსახურში - ბოლო მონაცემები
რამდენი მოქალაქე დასაქმდა უცხოეთში ლეგალურ სამსახურში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონის გამო მიიღო. 12.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-12T11:40+0400
2024-04-12T11:40+0400
2024-04-12T11:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
გერმანია
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24867/18/248671838_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_5c155fb962f10740dcdf0b4ac73aa8cf.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით უცხოეთში 2023 წელს 1196-მა მოქალაქემ ისარგებლა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო. 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 18,5%, 2019 წელს კი - 17,6% იყო. 2021 წელს კი უმუშევრობის დონემ 20,6% შეადგინა, რაც 2,1 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა 2020 წლის მაჩვენებელს.„დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშში“ წერია, რომ 2020-23 წლებში გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით ნებართვა სულ 2.732 პირზე გაიცა, ისრაელის მხრიდან - 20 პირზე. ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით 2023 წელს გერმანიაში 1.193 პილი დასაქმდა, ისრაელში კი მხოლოდ 3.ისრაელში ლეგალური დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა.გერმანიაში სეზონური დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის თებერვალში ამოქმედდა. ამ ქვეყანაში დროებით დასაქმება შეუძლია 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. ასევე პირი უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი და ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია. ამასთან, არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის.სხვა მოთხოვნებთან ერთად, სამუშაოს მაძიებელმა უნდა იცოდეს გერმანული ან ინგლისური ენა საკომუნიკაციო დონეზე. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.ისრაელში დასაქმების კრიტერიუმები გაცილებით მკაცრია. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს 25-დან 45 წლამდე ასაკის, საშუალო განათლების, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი. ამასთან, საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენას.გარდა ამისა, დასაქმების მსურველი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ნასამართლეობის არმქონე, არ უნდა ჰქონდეს ისრაელში მუშაობის და არალეგალურად ცხოვრების ისტორია, მისი ოჯახის წევრები არ უნდა ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ისრაელში.ისრაელში სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით კი 5300 შეკელი, ხოლო 58-საათიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში - 8023 შეკელი.
საქართველო
ისრაელი
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24867/18/248671838_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_ec18acf10eec890598d972374fb1bb32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , გერმანია , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , გერმანია , სოციალური სფერო საქართველოში
რამდენი მოქალაქე დასაქმდა უცხოეთში ლეგალურ სამსახურში - ბოლო მონაცემები
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონის გამო მიიღო.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით უცხოეთში 2023 წელს 1196-მა მოქალაქემ ისარგებლა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო. 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 18,5%, 2019 წელს კი - 17,6% იყო. 2021 წელს კი უმუშევრობის დონემ 20,6% შეადგინა, რაც 2,1 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა 2020 წლის მაჩვენებელს.
„დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშში“ წერია, რომ 2020-23 წლებში გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით ნებართვა სულ 2.732 პირზე გაიცა, ისრაელის მხრიდან - 20 პირზე. ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით 2023 წელს გერმანიაში 1.193 პილი დასაქმდა, ისრაელში კი მხოლოდ 3.
ისრაელში ლეგალური დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა.
გერმანიაში სეზონური დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის თებერვალში ამოქმედდა. ამ ქვეყანაში დროებით დასაქმება შეუძლია 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. ასევე პირი უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი და ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია. ამასთან, არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის.
სხვა მოთხოვნებთან ერთად, სამუშაოს მაძიებელმა უნდა იცოდეს გერმანული ან ინგლისური ენა საკომუნიკაციო დონეზე. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
ისრაელში დასაქმების კრიტერიუმები გაცილებით მკაცრია. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს 25-დან 45 წლამდე ასაკის, საშუალო განათლების, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი. ამასთან, საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენას.
გარდა ამისა, დასაქმების მსურველი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ნასამართლეობის არმქონე, არ უნდა ჰქონდეს ისრაელში მუშაობის და არალეგალურად ცხოვრების ისტორია, მისი ოჯახის წევრები არ უნდა ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ისრაელში.
ისრაელში სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით კი 5300 შეკელი, ხოლო 58-საათიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში - 8023 შეკელი.