https://sputnik-georgia.com/20240409/rogor-gegmavs-mtavroba-energetikis-seqtoris-mxardacheras-287236844.html
როგორ გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერას? დავითაშვილის განმარტება
როგორ გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერას? დავითაშვილის განმარტება
Sputnik საქართველო
2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა. 09.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-09T16:27+0400
2024-04-09T16:27+0400
2024-04-09T16:27+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/277999948_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_3a8dfb20d3161cb01204d1bd9bc6e77c.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. მედიანური, ფიქსირებული ფასით ენერგოპროექტების მხარდაჭერის ინიციატივაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაიწყებს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებას, რომელიც უახლოეს პერიოდში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.დავითაშვილის თქმით, ყველა პროექტს, რომელსაც აქვს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნიკური განხორციელების მიზანშეწონილობა და ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მთავრობა მედიანური ფასებით მხარს დაუჭერს.როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე, ჩნდება შესაძლებლობა მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების იმ ტარიფად განხორციელება, რა მედიანური ტარიფიც დაფიქსირდა სიმძლავრის აუქციონში.საქართველო ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდაზე მუშაობას აგრძელებს>>>მისი თქმით, საფასო მხარდაჭერა ენერგეტიკულ პროექტებს მეტ საშუალებას მისცემს, მოიზიდონ ფინანსური რესურსები და ახალი მხარდაჭერის სქემის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გახდეს უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანი.განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის მიწოდების მეორე სიმძლავრის აუქციონი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, უწყებაში 146 განაცხადი შევიდა.მეორე ენერგეტიკული აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ-ია.აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდეგ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები (სეზონური) – 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები – 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები – 125 მგვტ.ასევე ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.ენერგეტიკის განვითარებაენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც განახორციელებენ 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებს.სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/277999948_20:0:1839:1364_1920x0_80_0_0_66bb9d59211627f10f9078d8b1dc4e4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
როგორ გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერას? დავითაშვილის განმარტება
2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. მედიანური, ფიქსირებული ფასით ენერგოპროექტების მხარდაჭერის ინიციატივაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაიწყებს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებას, რომელიც უახლოეს პერიოდში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
დავითაშვილის თქმით, ყველა პროექტს, რომელსაც აქვს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნიკური განხორციელების მიზანშეწონილობა და ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მთავრობა მედიანური ფასებით მხარს დაუჭერს.
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში 800 მეგავატ სიმძლავრეზე ჩატარებული მეორე აუქციონის მაღალი კონკურენციის შედეგად გამოიკვეთა ის კონკურენტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რა ფასადაც შესაძლებელია განხორციელდეს განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერა და წახალისება", - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე, ჩნდება შესაძლებლობა მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების იმ ტარიფად განხორციელება, რა მედიანური ტარიფიც დაფიქსირდა სიმძლავრის აუქციონში.
მისი თქმით, საფასო მხარდაჭერა ენერგეტიკულ პროექტებს მეტ საშუალებას მისცემს, მოიზიდონ ფინანსური რესურსები და ახალი მხარდაჭერის სქემის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გახდეს უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანი.
განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის მიწოდების მეორე სიმძლავრის აუქციონი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, უწყებაში 146 განაცხადი შევიდა.
მეორე ენერგეტიკული აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ-ია.
აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდეგ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები (სეზონური) – 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები – 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები – 125 მგვტ.
ასევე ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც განახორციელებენ 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებს.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.