https://sputnik-georgia.com/20240214/saqartvelo-eleqtroenergiis-gamomushavebis-gazrdaze-mushaobs-286307434.html
საქართველო ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდაზე მუშაობას აგრძელებს
საქართველო ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდაზე მუშაობას აგრძელებს
Sputnik საქართველო
2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა. 14.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-14T14:00+0400
2024-02-14T14:00+0400
2024-02-14T14:00+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23230/62/232306276_0:88:3329:1961_1920x0_80_0_0_e782252e899adc4ce8ebd11634212b2b.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის მიწოდების მეორე სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობის ინტერესი ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.უწყების ცნობით, 2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა.ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის ჯუბა ტურაშვილის თქმით, ეს კერძო სექტორის დიდ ინტერესზე მიუთითებს.საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის სექტორს პირად კონტროლზე აიყვანს>>>მისი თქმით, აუქციონის კომისია უახლოეს პერიოდში შეიკრიბება და განაცხადებს გაეცნობა. პირველ რიგში დადგინდება მედიანური ტარიფი, რის შემდეგაც გამოვლინდება საუკეთესო წინადადებები.მეორე ენერგეტიკული აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ-ია.აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდეგ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები (სეზონური) – 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები – 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები – 125 მგვტ.აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.ასევე ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.ენერგეტიკის განვითარებაენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები>>>მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც განახორციელებენ 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებს.სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23230/62/232306276_300:0:3031:2048_1920x0_80_0_0_e6befb48ce62450a292eee1396e20a98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდაზე მუშაობას აგრძელებს
2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის მიწოდების მეორე სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობის ინტერესი ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
უწყების ცნობით, 2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა.
ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის ჯუბა ტურაშვილის თქმით, ეს კერძო სექტორის დიდ ინტერესზე მიუთითებს.
მისი თქმით, აუქციონის კომისია უახლოეს პერიოდში შეიკრიბება და განაცხადებს გაეცნობა. პირველ რიგში დადგინდება მედიანური ტარიფი, რის შემდეგაც გამოვლინდება საუკეთესო წინადადებები.
მეორე ენერგეტიკული აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ-ია.
აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდეგ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები (სეზონური) – 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები – 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები – 125 მგვტ.
აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.
ასევე ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც განახორციელებენ 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებს.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.