https://sputnik-georgia.com/20240214/eleqtroenergiis-moxmareba-saqartveloshi-axali-monacemebi-286303236.html
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
გასულ წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა. 14.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-14T11:23+0400
2024-02-14T11:23+0400
2024-02-14T11:23+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24734/23/247342324_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_815944881356fc892b89836db10c4435.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით შემცირდა და 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე (ESCO) არსებულ მონაცემებში.საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერაციამ 14,4 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 1%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,8 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 3,4 მილიარდი კვტ სთ, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 86,12 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.გარდა ამისა, გასულ წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.ოპერატორის მონაცემებით, ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდი კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 88,8% შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში 1,3 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.ასევე, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში (86,33 მლნ კვტ სთ), სომხეთში (78,46 მლნ კვტ სთ) და რუსეთში (0,18 მლნ კვტ სთ).საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის სექტორს პირად კონტროლზე აიყვანს>>>ასევე გასულ წელს საქართველომ ელექტროენერგიის 99,6% რუსეთიდან შემოიტანა – 786,55 მლნ კილოვატ/საათი. დანარჩენი 0,4% თურქეთზე მოდის, საიდანაც 3,29 მლნ კვტ/სთ შემოვიდა.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24734/23/247342324_117:0:1024:680_1920x0_80_0_0_30efb759ea546c683b2c88b16fb38f4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები
გასულ წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით შემცირდა და 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე (ESCO) არსებულ
მონაცემებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერაციამ 14,4 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 1%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,8 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 3,4 მილიარდი კვტ სთ, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 86,12 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.
გარდა ამისა, გასულ წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
ოპერატორის მონაცემებით, ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდი კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 88,8% შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში 1,3 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.
ასევე, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში (86,33 მლნ კვტ სთ), სომხეთში (78,46 მლნ კვტ სთ) და რუსეთში (0,18 მლნ კვტ სთ).
ასევე გასულ წელს საქართველომ ელექტროენერგიის 99,6% რუსეთიდან შემოიტანა – 786,55 მლნ კილოვატ/საათი. დანარჩენი 0,4% თურქეთზე მოდის, საიდანაც 3,29 მლნ კვტ/სთ შემოვიდა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.