დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 აპრილი

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 9 აპრილია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის – დღეს ბედი საჩუქრებს გიმზადებთ. ხელსაყრელი დღეა ფულთან დაკავშირებული საქმეებისთვის, თან უფრო მეტად ინტუიცია დაგეხმარებათ, ვიდრე ლოგიკა. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, იმისთვის, რომ გარშემომყოფების სიმპათია მოიპოვოთ. გაქვთ შანსი, რომ იღბალმა გაგიღიმოთ სიყვარულში.
ვერძი: დღეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ყურადღების მიქცევა მოგიწევთ ფინანსებისადმი. ამისკენ მოვლენები გიბიძგებთ. მოსალოდნელია, რომ მიიღოთ ფულადი პრემია, ან ხელფასის მომატების შესახებ გაიგოთ, თუმცა არც არასასიამოვნო სიურპრიზებია გამორიცხული. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს თქვენი საფულე შეიძლება მოულოდნელად გაივსოს ან დაცარიელდეს – ვის როგორ გაუმართლებს. ჯობს, არ გარისკოთ და არ ჩაებათ საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
კურო: ვითარებამ, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების დაცვა გაიძულოთ და ამისთვის თავის გართმევას შესანიშნავად შეძლებთ. გაქვთ უნარი, თქვენს სიმართლეში ნებისმიერი დაარწმუნოთ, გარშემომყოფები თქვენს არგუმენტებს ყურს დაუგდებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს ვითარება გამოიყენოთ არა მხოლოდ სადავო საკითხების გადაჭრისთვის, არამედ ასევე მოლაპარაკებების წარმოებისთვის, რათა წარმატებულად განავითაროთ ნებისმიერი საკუთარი იდეა ან პროექტი.
ტყუპი: დღეს ნამდვილად ღირს, რომ სიზმრებს მიაქციოთ ყურადღება. აქ საქმე მისტიკა კი არა, არამედ ვითარების ანალიზია. სიზმრები დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ რა უშლის ხელს თქვენი სურვილების განხორციელებას. ქვეცნობიერის მოტყუება ადვილი არაა და მისი ხმა, ჩვეულებრივ, უფრო სიზმრებში ვლინდება. თქვენი ინტუიცია კი დღეს გამძაფრებულია და ქვეცნობიერის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის. ამიტომ გირჩევენ ასტროლოგები, ყური დაუგდოთ ღამით სიზმრებს, ხოლო დღისით ყურადღება მიაქციოთ ბედის მინიშნებებს, თქვენი ორჭოფობას რამე საკითხში – ეს, შესაძლოა, წინათგრძნობა იყოს.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ესა თუ ის მოვლენა ადრე უკვე მოხდა, ვიღაც უცნობ ადამიანს უკვე შეხვედრილხართ... საქმე ისაა, რომ დღეს თქვენი ინტუიცია ძალზე მომძლავრებულია და გაქვთ უნარი, სიტუაციის შედეგი წინასწარ განჭვრიტოთ. ამის წყალობით, შეგიძლიათ, წინასწარ გამოიცნოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და თავი გამოიჩინოთ ისეთ საქმეებში, სადაც ინტუიცია ბევრ რამეს წყვეტს. ფსიქოლოგიური ასპექტების ადვილად დანახვა ადამიანებთან ურთიერთობებშიც დაგეხმარებათ.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ განიმტკიცოთ მიღწეული პოზიციები და ასევე წინ წაიწიოთ. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერ სფეროში – ბიზნესიდან და კარიერიდან დაწყებული სიყვარულით დამთავრებული. იქნებით ენერგიული, რათა ჩანაფიქრი განახორციელოთ. ეს ყველაფერი წინ გელოდებათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი გექნებათ და რა თქმა უნდა, იმოქმედებთ და სახლში უმოქმედოდ არ ისხდებით.
ქალწული: დღეს აუცილებელია ურთიერთობები, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. თქვენი კომუნიკაბელურობა უმაღლეს დონეზე იქნება და საშუალებას მოგცემთ, მარტივად გადაწყვიტოთ საკითხები, გააბათ ახალი ნაცნობობა. კონტაქტები, რომანტიკულიცა და საქმიანიც, ჩვეულებრივზე იოლი იქნება თქვენთვის. თუ კარიერული წინსვლა გაქვთ ჩაფიქრებული, ადვილად მოიპოვებთ საჭირო ადამიანების მხარდაჭერას, ხოლო თუ რომანტიკული ნაცნობობა გსურთ – ესეც არ იქნება პრობლემა.
სასწორი: წინააღმდეგობებით აღსავსე დღეა. ერთი მხრივ, ხართ ძალითა და ენერგიით აღსავსე, რისი წყალობითაც ურთულეს ამოცანასაც მშვენივრად გაუმკლავდებით. თუმცა, მეორე მხრივ, მარტივი გზებით სიარული არ გელოდებათ. პირიქით, მხოლოდ სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვით შეძლებთ თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენას. ასე რომ, არ განაწყენდეთ, თუ ბარიერები შეგხვდათ გზაზე და ძალების მაქსიმალური დახარჯვა მოგიწიათ – მხოლოდ ასე შეძლებთ პოტენციალის სრულად გამოყენებას და წარმატების მიღწევას.
მისტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომავლის განჭვრეტის უნარი გააჩნიათ
მორიელი: დღეს ბედი ბედნიერ შესაძლებლობებს გთავაზობთ და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებთ თუ არა ამ შანსების გამოყენებას. საქმე ისაა, რომ ნაკლებად ენერგიული ხართ და სწრაფი რეაქციის უნარი დაქვეითებული გაქვთ, მოვლენები კი უსწრაფესად შეიძლება განვითარდეს და თქვენგან გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღება მოითხოვოს. ასე რომ, ასტროლოგები გირჩევენ, აქტიურად იმოქმედოთ და ეცადოთ, მთელი დღე ტონუსში იყოთ.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს რაც შეიძლება შორს გაიჭრათ ჩარჩოებისგან, რუტინასა და ყოველდღიურ ქაოსს მოსცილდეთ. ამის გაკეთება სხვადასხვანაირად შეიძლება, მთავარია, სურვილი გქონდეთ. შეგიძლიათ დაგეგმოთ პაემანი, თეატრში ან კინოში წასვლა... ასევე შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება შემოქმედებაში, კულინარიაში, გარდერობის განახლება... მთავარია, ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ, შემდეგ ყველაფერი თავისით აეწყობა.
თხის რქა: პირველ რიგში, რაც არ უნდა გააკეთოთ დღეს, ეს სახლში მარტო ყოფნაა. უნდა წავიდეთ იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს, უნდა მოექცეთ ყურადღების ცენტრში. თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. ხართ კომუნიკაბელური, მომხიბლავი, კაშკაშა ემოციებით სავსე. ამის წყალობით ნებისმიერ კომპანიაში თავს ძალიან კარგად იგრძნობთ. გამოიყენეთ ეს თვისებები არა მხოლოდ გართობის მიზნით, არამედ საინტერესო ადამიანების გაცნობისთვისაც.
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: ის დღეა, როდესაც „საკუთარ ტყავზე“ იგრძნობთ, რომ თანამშრომლობა, მხარდაჭერა, პარტნიორობა მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა. დღე შეიძლება ისე აეწყოს, რომ სხვების დახმარება დაგჭირდეთ, ან, შესაძლოა, თქვენ ამოუდგეთ მხარში გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს. ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ დაფიქრება იმაზე, თუ როგორი ადამიანები არიან თქვენ ირგვლივ, ვის შეიძლება ენდოთ და ვის – არა.
თევზები: დღეს არაორგანიზებული და გულმავიწყი იქნებით; შესაძლოა ისე, რომ თავადაც ვერ შეამჩნევთ, ნებისმიერი საზღვარი დაარღვიოთ, მათ შორის, თავაზიანობის, სუბორდინაციის ან ვინმეს მოთმინების. კარგად გაართმევთ თავს საქმეებს, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო, ხოლო რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც კონკრეტიკასა და დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს, აქ წარმატების შანსი ძალიან მცირეა. ასევე საშიში დღეა იმ თვალსაზრისით, რომ კონფლიქტის ალბათობაა მომატებული. ამიტომ მოერიდეთ საქმეების გარჩევას და თავი შორს დაიჭირეთ მსგავსი სიტუაციებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0