კობახიძე: რაც მეტი დაბალი რეიტინგის მქონე პარტიაა ოპოზიციაში, მით უკეთესი

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2024
გამოწერა
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში მოხვედრის შანსი ორ-ხუთ პარტიას აქვს
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. რაც უფრო მეტი დაბალრეიტინგული ოპოზიციური პარტია იქნება, მით მეტი შანსი ექნება მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოიპოვოს, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. ლიდერობას „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა დიდი სხვაობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„რაც მეტი 2%-იანი და 3%-იანი პარტია იქნება ოპოზიციაში, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში. დღევანდელი მონაცემები არის ასეთი, დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არანაირ შანსს არ მისცემს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. „ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
„რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობის მაჩვენებელი“ არის 15%-ს ჩამოცდენილი და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს (5%)... რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, მით უკეთესი“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, პარტია „ახალის“ დამფუძნებლები ნიკა მელია და ნიკა გვარამია და სხვები, არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვთ, რადგან თითოეული მათგანი არის მხილებული ოფიციალურად დანაშაულში.
პრემიერი: გვარამია ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი ბრალი აღიარა>>
„როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი საქართველოში, შესაბამისად, ქართული საზოგადოება, ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ კონკრეტულ ადამიანებს, წარმატების ვერავითარ შანსს ვერ მისცემს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2022 წელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში, ხოლო წერეთელი – თანამონაწილეობაში. სამივეს 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
მიანიჭა თუ არა პრიორიტეტი სტრასბურგის სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს>>
2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაში და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პრემიერმა პრეზიდენტი არჩევნების საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა>>
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვარამია იკავებდა გენპროკურორის მოადგილის, იუსტიციის და განათლების მინისტრების პოსტებს.
ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრული საქმე თაროზეა შემოდებული. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის პერიოდში მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯგუფური ძალადობის და პარლამენტის შტურმის მცდელობის ორგანიზებისთვის 2019 წლის 21 ივნისის ღამეს, როდესაც ანტირუსული აქცია იმართებოდა.
ენმ-ის მაშინდელი თავმჯდომარე მელია 2021 წლის თებერვალში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უარი თქვა მეორე გირაოს (40000 ლარი) გადახდაზე, რომელიც აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევისთვის შეეფარდა - პოლიტიკოსი მივიდა საპროტესტო აქციაზე და ელექტრონული სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. მელიას აეკრძალა აქციებზე განცხადებების გაკეთება და პროკურატურის ნებართვის გარეშე სახლის დატოვება.
მელია 2012 წლის მაისში გათავისუფლდა, როდესაც ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) მისი გირაოს თანხა ჩაირიცხა. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი.
ყველა ახალი ამბავი
0