ქართველ მესაზღვრეებს ახალი ვერტმფრენი ჰყავთ

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2024
გამოწერა
ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა.
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
ახალი ბორტი სრულად არის დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე განსხვავებული, „ფენენსტრონის“ ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია როგორც აეროდინამიკური, ასევე ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0