ძველი მანქანა ახალი ნომრებით: „ქართული ოცნება“ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლების პარტიაზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2024
გამოწერა
„ოცნებაში“ ახალი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს მავნებლები უწოდეს
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მიერ შექმნილი პარტია „ახალი“ არის ახალი მანქანა ძველი ნომრებით, განაცხადა საქართველოს ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
11 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ახალი" დააფუძნეს. პარტია საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ნომრით „4" მიიღებს მონაწილეობას.
„გინდ ახალი დაარქვი გინდ ძველი, ამათ ჰგონიათ, რომ „ახალს" თუ დაარქმევენ, საზოგადოებას ახალი ეგონება. ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები. ამ მანქანამ ბევრი ადამიანის სიცოცხლეზე გადაიარა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გაერთიანება სახელად „ახალი“, ვოლსკის თქმით, უშუალო მონაწილეა. იმ დანაშაულებრივი ქმედებების, რომლებსაც ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.
„არა თუ შემოქმედნი, არამედ განმხორციელებელიც. ეს არის რეალობა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
იაგო ხვიჩიამ საარჩევნოდ „ნაცმოძრაობის“ და მისი თანამოაზრეების პერსპექტივები შეაფასა>>
მისი თქმით, ისინი აკეთებენ განცხადებებს უცხოელი პარტნიორებისთვის და იტყუებიან, რომ კოალიციური მთავრობა სტაბილურობისა და დეპოლარიზაციის გარანტი იქნება.
„ეს არის მავნებელთა ერთი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ნიშებს იკავებენ და სწორ დროს უნდა შეგროვდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს, ზოგს სისხლში აქვს ხელები დასვრილი პირდაპირი მნიშვნელობით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მანამდე „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელმა, მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ პარტიებს გაუჭირდებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არჩევნებზე. „ნიკა გვარამია და ნიკა მელია დიდი ბიჭები არიან, იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.
ყველა ახალი ამბავი
0