https://sputnik-georgia.com/20240321/iago-xviciam-saarcevnod-nacmozraobis-da-mati-moazreebis-perspeqtivebi-seafasa-286971961.html
იაგო ხვიჩიამ საარჩევნოდ „ნაცმოძრაობის“ და მისი თანამოაზრეების პერსპექტივები შეაფასა
იაგო ხვიჩიამ საარჩევნოდ „ნაცმოძრაობის“ და მისი თანამოაზრეების პერსპექტივები შეაფასა
Sputnik საქართველო
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირველ რიგში ის პარტიები ასოცირდებიან, რომლებიც „ნაცმოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა დააარსეს 21.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-21T21:00+0400
2024-03-21T21:00+0400
2024-03-21T21:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269725605_0:453:1356:1216_1920x0_80_0_0_bcec5343a09d99a8ba8133e96bd25e3c.jpg
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პოლიტიკური ორგანიზაციები პარლამენტში მოხვედრას მხოლოდ გაერთიანებების, მაქსიმუმ ორის, შექმნის შემთხვევაში შეძლებენ, განაცხადა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირველ რიგში ის პარტიები ასოცირდებიან, რომლებიც „ნაცმოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა დააარსეს. მათ შორისაა „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ევროპული საქართველო“. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ აღიქვამენ.„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატებმა დააფუძნეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან აზრი და მმართველი პარტია უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.„ხალხის ძალა" საპარლამენტო არჩევნებზე 5%-ზე მეტის ხმის მიღებას გეგმავს>>რაც შეეხება ოპოზიციონერებს, ხვიჩიას თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ გაერთიანდებიან „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ დააარსა, რომელიც „გირჩის“ 2020 წლის ბოლოს გამოეყო. და არ აქვს მნიშვნელობა, აღნიშნა ხვიჩიამ, ეს პარტიები არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ „ახალ“ პარტიასთან ერთად მიდიან.11 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ახალი" დააფუძნეს. პარტია საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ნომრით „4" მიიღებს მონაწილეობას.ბუჩუკური: მომავალ პარლამენტში გახარიას პარტია იქნება წარმოდგენილი>>მანამდე „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელმა, მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ პარტიებს გაუჭირდებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არჩევნებზე. „ნიკა გვარამია და ნიკა მელია დიდი ბიჭები არიან, იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269725605_0:339:1356:1356_1920x0_80_0_0_04bf90d7634cbb4f4e4d60862f28a92b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
იაგო ხვიჩიამ საარჩევნოდ „ნაცმოძრაობის“ და მისი თანამოაზრეების პერსპექტივები შეაფასა
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირველ რიგში ის პარტიები ასოცირდებიან, რომლებიც „ნაცმოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა დააარსეს
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პოლიტიკური ორგანიზაციები პარლამენტში მოხვედრას მხოლოდ გაერთიანებების, მაქსიმუმ ორის, შექმნის შემთხვევაში შეძლებენ, განაცხადა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირველ რიგში ის პარტიები ასოცირდებიან, რომლებიც „ნაცმოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა დააარსეს. მათ შორისაა „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ევროპული საქართველო“. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ აღიქვამენ.
„ნაცებს“ არჩევნებზე ორი პარტიით გასვლა შეუძლიათ, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ „ხალხის ძალა“ მეორე ძალად ჰყავდეს. ზოგადად, ეს ქართველი პოლიტიკოსების უცნაური ვნებაა, როცა ერთი პარტია არ ჰყოფნით და მეტი უნდათ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატებმა დააფუძნეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან აზრი და მმართველი პარტია უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.
რაც შეეხება ოპოზიციონერებს, ხვიჩიას თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ გაერთიანდებიან „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ დააარსა, რომელიც „გირჩის“ 2020 წლის ბოლოს გამოეყო. და არ აქვს მნიშვნელობა, აღნიშნა ხვიჩიამ, ეს პარტიები არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ „ახალ“ პარტიასთან ერთად მიდიან.
11 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ახალი" დააფუძნეს. პარტია საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ნომრით „4" მიიღებს მონაწილეობას.
ბუჩუკური: მომავალ პარლამენტში გახარიას პარტია იქნება წარმოდგენილი>>
მანამდე „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელმა, მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ პარტიებს გაუჭირდებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არჩევნებზე. „ნიკა გვარამია და ნიკა მელია დიდი ბიჭები არიან, იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.