„ხალხის ძალა" საპარლამენტო არჩევნებზე 5%-ზე მეტის ხმის მიღებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
ახალი პოლიტიკური პარტია „დიდი მასშტაბური ბრძოლისთვის" ემზადება
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ახალი პარტია „ხალხის ძალა", რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-ზე მეტი ხმის მიღებას გეგმავს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" 18 მარტს, არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი ერთხმად იქნა არჩეული.
„მაშინაც კი, როცა პოლიტიკური პარტია ჯერ კიდევ არ ვიყავით და არჩევნებისთვის არ ვმუშაობდით, კვლევებში 2% გვქონდა. ასე რომ, არ მიმაჩნია, რომ რესურსი არ გვაქვს, პირიქით, 5%-ზე გაცილებით მეტის ამბიცია გვაქვს", - განაცხადა სეფაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტიად გარდაქმნის გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ ბრძოლა უფრო მასშტაბური ყოფილიყო.
„სხვადასხვა კვლევებში, რომელიც NDI-სა და IRI-ის მიერ იყო ჩატარებული, ხშირად პოლიტიკურ პარტიად მოგვიხსენიებდნენ. ანუ, თავისთავად დადგა დღის წესრიგში ის საკითხი, რომ პოლიტიკურ პარტიად გადავკეთებულიყავით, რათა სტატუსი უფრო აგვემაღლებინა და ჩვენს ბრძოლას უფრო მასშტაბური სახე მიეღო", - აღნიშნა სეფაშვილმა.
პარტიის დამფუძნებელ ყრილობას საქართველოს ყველა რეგიონიდან 500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
„ხალხის ძალა" - არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე საქართველოში ახალი პარტია დარეგისტრირდა>>>
სუბარის თქმით, პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე პოლიტიკური პარტია „ახალი ძალის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, იქნება მხილება ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი თანამოაზრეების - უცხოელი აგენტების საქართველოსა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
„ხალხის ძალა"
„ხალხის ძალა“ ცნობილია აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკით. იგი 2022 წლის აგვისტოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატებმა დააფუძნეს.
ამჟამად პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი დეპუტატებით. მოძრაობის დამფუძნებლები არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.
ყველა ახალი ამბავი
0