https://sputnik-georgia.com/20240319/savaluto-fondma-saqartvelos-ekonomikuri-zrdis-prognozi-gazarda-286925025.html
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
2023 წელს საქართველოში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო ლარის გამყარებამ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ. 19.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-19T13:00+0400
2024-03-19T13:00+0400
2024-03-19T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/12/286920895_787:679:2001:1362_1920x0_80_0_0_e976ffbd7aa01186d68713141958aaab.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში 5,7%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, რაშიც თავის წვლილს შეიტანს რეალური ხელფასისა და დასაქმების გაზრდილი მაჩვენებლები, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე.მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2024 წელს საქართველოს მშპ-ის 4,8%-ით ზრდას პროგნოზირებდა. 2023 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდამ 7,5% შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. საქართველოს ეკონომიკის 5%-ის დონეზე ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი, მსოფლიო ბანკი კი საქართველოს მშპ-ის ზრდას 4,8%-ის დონეზე პროგნოზირებს.სუბირ ლალი თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში იმყოფება - მისია 2023 წლის ივლისში საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის შეჩერების შემდეგ თბილისში პირველად იმყოფება. პროგრამის შეჩერების შემდეგ პირველად: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში ჩამოვიდა>>>ორშაბათს, 18 მარტს გაიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და სუბირ ლალის ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც მხარეებმა ქვეყანაში მისიის ვიზიტი შეაჯამეს.როგორც სსფ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, 2024 წელს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 4%-ს მიაღწევს და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო ლარის გამყარებამ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ.თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს პროდუქტიული შეხვედრებისა და განხილვებისთვის. მისი თქმით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. თურნავამ ასევე შეაფასა არსებული გეოპოლიტიკური რისკები და გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებადობის არაპროგნოზირებადობა. გამოწვევებზე საუბრისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალ დედოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას.მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ბოლო მიღებული გადაწყვეტილება – დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნა დაუწესა რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300 ათას ლარამდე გაიზარდა.გარდა ამისა, თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა საბანკო სექტორის მდგრადობა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლიდან საბანკო სექტორმა სრულად აღიდგინა პანდემიისას გამოყენებული ბუფერები და სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს.მისი თქმით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც და უმოქმედო სესხების დონე ბოლო ათწლეულების მინიმუმზეა. „შემცირებული საკრედიტო დანაკარგების ფონზე 2023 წელი ბანკებისთვის კვლავ პოზიტიური იყო მომგებიანობის კუთხით. გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით, გაზრდილია საბანკო სექტორის მდგრადობა შოკების მიმართ და ამას ადასტურებს სტრესტესტის შედეგებიც", -აღნიშნა თურნავამ.სსფ-ის მისია საქართველოში პროგრამის შეჩერების შემდეგ პირველ შეხვედრებს მართავს>>>როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება და ეტაპობრივად იხურება სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გეპი. ამასთან, სესხის ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი ბიზნეს-დაკრედიტებაა, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას.ხანგრძლივი პაუზა2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.„პოზიტიური მოლოდინები“ - ნათია თურნავა სსფ-ის პროგრამის განახლების შესახებ>>>ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთანსსფ 1991 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. იმ დროიდან ორგანიზაცია ეხმარება ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში.საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.2022 წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).ახალი სამწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/12/286920895_966:640:1928:1362_1920x0_80_0_0_e8c05ea68ae4b3801566ada2e92a9ed6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
2023 წელს საქართველოში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო ლარის გამყარებამ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში 5,7%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, რაშიც თავის წვლილს შეიტანს რეალური ხელფასისა და დასაქმების გაზრდილი მაჩვენებლები, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე.
მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2024 წელს საქართველოს მშპ-ის 4,8%-ით ზრდას პროგნოზირებდა. 2023 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდამ 7,5% შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. საქართველოს ეკონომიკის 5%-ის დონეზე ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი, მსოფლიო ბანკი კი საქართველოს მშპ-ის ზრდას 4,8%-ის დონეზე პროგნოზირებს.
სუბირ ლალი თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში იმყოფება - მისია 2023 წლის ივლისში საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის შეჩერების შემდეგ თბილისში პირველად იმყოფება.
ორშაბათს, 18 მარტს გაიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და სუბირ ლალის ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც მხარეებმა ქვეყანაში მისიის ვიზიტი შეაჯამეს.
როგორც სსფ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, 2024 წელს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 4%-ს მიაღწევს და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო ლარის გამყარებამ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ.
თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს პროდუქტიული შეხვედრებისა და განხილვებისთვის. მისი თქმით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.
თურნავამ ასევე შეაფასა არსებული გეოპოლიტიკური რისკები და გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებადობის არაპროგნოზირებადობა. გამოწვევებზე საუბრისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალ დედოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას.
„ამ მხრივ გვაქვს სერიოზული გაუმჯობესება – დოლარიზაცია შემცირდა დეპოზიტების მხარეს, ეს ძალიან მნიშნელოვანი პოზიტივია. თუმცა დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც აღინიშნება კიდეც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან და ეს გვაძლევს საფუძველს, კვლავ გავაგრძელოთ დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარება, რომლის მთავარი მიზანი შესაძლო სავალუტო რისკებისგან არაჰეჯირებული მსესხებლების დაცვაა", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ბოლო მიღებული გადაწყვეტილება – დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნა დაუწესა რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300 ათას ლარამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა საბანკო სექტორის მდგრადობა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლიდან საბანკო სექტორმა სრულად აღიდგინა პანდემიისას გამოყენებული ბუფერები და სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს.
მისი თქმით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც და უმოქმედო სესხების დონე ბოლო ათწლეულების მინიმუმზეა.
„შემცირებული საკრედიტო დანაკარგების ფონზე 2023 წელი ბანკებისთვის კვლავ პოზიტიური იყო მომგებიანობის კუთხით. გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით, გაზრდილია საბანკო სექტორის მდგრადობა შოკების მიმართ და ამას ადასტურებს სტრესტესტის შედეგებიც", -აღნიშნა თურნავამ.
როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება და ეტაპობრივად იხურება სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გეპი. ამასთან, სესხის ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი ბიზნეს-დაკრედიტებაა, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას.
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ 1991 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. იმ დროიდან ორგანიზაცია ეხმარება ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
ახალი სამწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.