„პოზიტიური მოლოდინები“ - ნათია თურნავა სსფ-ის პროგრამის განახლების შესახებ

© AP Photo / Andrew Harnikსაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მომდევნო სამუშაო მისიის ვიზიტი საქართველოში მარტში იგეგმება
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ეროვნულ ბანკს აქვს პოზიტიური მოლოდინი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის საქართველოში განახლების მიმართ, განაცხადა მარეგულირებლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
„გეტყვით, რომ მარტში იგეგმება ერთ-ერთი მორიგი სამუშაო მისია, რომელიც ესტუმრება სქართველოს. ანუ, ჩვენ ვმუშაობთ ინსტიტუციონალიზაციაზე და გვაქვს ინფორმაციის მიმოცვლა ფონდთან. გვექნება წლის განმავლობაში შეხვედრის და განხილვის რამდენიმე შესაძლებლობა. კვლავაც პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, თუმცა კონკრეტულ ვადებზე საუბარი რთულია“, - განაცხადა თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
საქართველომ განსაზღვრა სსფ-ის პროგრამის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯები - თურნავა>>
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ 1991 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. იმ დროიდან ორგანიზაცია ეხმარება ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
ახალი სამწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
ყველა ახალი ამბავი
0