სსფ-ის მისია საქართველოში პროგრამის შეჩერების შემდეგ პირველ შეხვედრებს მართავს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
გამოწერა
სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ პოზიტიური შედეგი მოუტანა ყველა დარგს, ითქვა შეხვედრაზე.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი პროგნოზები განიხილეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია პირველად იმყოფება თბილისში 2023 წლის ივლისში საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის შეჩერების შემდეგ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიისა და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ყველა სექტორში.
ასევე მხარეებმა ისაუბრეს ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. აღინიშნა, რომ ორწლიანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველო კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას. 2023 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 7,5%, ხოლო 2024 წელს, იანვრის წინასწარი მონაცემების თანახმად, 5,8%-ით გრძელდება.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების მნიშვნელობასა და როლზე, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვით დაგეგმილი რეფორმების მიმართულებით.
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას, ასევე მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბიზნესმენებს.
შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ს მისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე და ასევე, გააცნეს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვები.
შეჩერება
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
„პოზიტიური მოლოდინები“ - ნათია თურნავა სსფ-ის პროგრამის განახლების შესახებ >>
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ 1991 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. იმ დროიდან ორგანიზაცია ეხმარება ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
ახალი სამწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
ყველა ახალი ამბავი
0