https://sputnik-georgia.com/20240317/-dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-17-marti-286848096.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 მარტი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 მარტი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 17.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-17T00:15+0400
2024-03-17T00:15+0400
2024-03-17T09:19+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280569236_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_43cb8d9bcae8dd24d1bbd3e1b998e3b3.jpg
დღეს 2024 წლის 17 მარტია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.ერთ–ერთი საუკეთესო დღეა ჩანაფიქრის რეალიზებისა და შუალედური შედეგების შეჯამებისთვის. თუ რამე გეგმა გქონდათ, დღევანდელი დღე სწორედ რომ შესაფერისია მის განსახორციელებლად – შედეგი გაგახარებთ და შესაძლოა, მოლოდინსაც გადააჭარბოს.ვინც შეუპოვრად მიიწევდა თავისი მიზნისკენ, მისთვის კი კარგი იქნება, ლოგიკურად შეაფასოს მიღწევები. თუ შედეგი გაქვთ, ე.ი. სწორი გზით მიიწევთ წინ, და თუ ჯერ არ ჩანს თქვენი შრომის ნაყოფი, მაშინ დროა, დაფიქრდეთ, სწორი გზით მიდიხართ თუ არა.ვერძი: დღეს აჯობებს, თუ სტუმრად არ მიხვალთ ადამიანთან, რომლის საცხოვრებელიც თქვენსაზე უკეთესი ან დიდია. თქვენ შორის ყველაზე კარგად აღზრდილი ვერძიც კი ვერ შეიკავებს თავს ბანალური, მაგრამ მძაფრი შურისგან. ვარსკვლავები გირჩევენ, შეიძინოთ რამე სახლისთვის – საჭირო, ლამაზი და რაც მთავარია, ისეთი ნივთი, რომ ასეთი თქვენს ნაცნობებს შორის არავის ჰქონდეს.კურო: დღეს თქვენივე მოუსვენრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეთ. მრავალრიცხოვანი იდეები და გეგმები იმდენად დაიპყრობს თქვენს გონებას, რომ მზად ხართ, მთელი ფიზიკური და მორალური ძალები მათი (ყველას ერთად) რეალიზების მცდელობაზე დახარჯოთ. ორი (და ამ შემთხვევაში, უფრო მეტი) კურდღლის მდევარი კი, მოგეხსენებათ, ვერცერთს ვერ დაიჭერს. ჯობია, ერთი რომელიმე (უფრო სიმპათიური) კურდღელი ამოირჩიოთ.ტყუპი: დღეს რისკავთ, რომ ფულის სხვის ჯიბეში დათვლის ცდუნებას აჰყვეთ. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად არარეკომენდებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დღე შეიძლება აგერიოთ. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ ფინანსურ და ქონებრივ დავებს, მათ შორის – სასამართლოში. ემოცია დღეს ბევრი იქნება, მაგრამ სარგებელი მათგან – არაფერი. ჯობია, ენერგია სასიყვარულო თამაშებზე მიმართოთ – აქ შესანიშნავი შედეგების მიღწევის შანსები გაქვთ.კირჩხიბი: დღეს შეიძლება გააცნობიეროთ, რომ ეჭვიანობა მოულოდნელი გრძნობაა და შესაძლებელია ეჭვიანობა ყველაფერზე და ყველაზე. არ ინერვიულოთ – ამ გრძნობისგან ერთ–ორ დღეში არაფერი დარჩება, მაგრამ თუ აჰყვებით ამ გრძნობას, მაშინ უსიამოვნებებია მოსალოდნელი. მიმართეთ ენერგია რამე პოზიტიურისკენ. მაგალითად, დაალაგეთ სახლი ან მაღაზიებს ეწვიეთ და იშოპონგეთ.ლომი: თქვენი შეხედულებები დღეს სხვების შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. გარშემომყოფების ბობოქარი ენთუზიაზმი გაუგებარი იქნება თქვენთვის და საეჭვოდ მოგეჩვენებათ. კიდევ უფრო საეჭვოდ აღიქვამთ მათ მცდელობას, რომ ეს ენთუზიაზმი თქვენ გადაგდონ. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ნებით არც ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებაში არ ჩერთვებით, ამის განწყობა არა გაქვთ. ამას გირჩევნიათ, საკუთარი ამოცანების გადაჭრაზე დახარჯოთ ენერგია.ქალწული: დღეს თავში, შესაძლოა, წარმოუგენელი, ფანტასტიკური იდეა ამოგივიდეთ. და ეს იდეა ერთი შეხედვით (და მეორე შეხედვითაც) რეალიზებისთვის სრულიად შეუძლებლად მოჩანს. მაგრამ სწორედ თქვენ მოინდომებთ მის ცხოვრებაში განხორციელებას. ყველაფერი დანარჩენი ძალზე ბანალური, მოსაწყენი მოგეჩვენებათ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამ ფანტასტიკურ იდეას აქვს დღეს რეალიზების ყველაზე კარგი შანსი.სასწორი: დღეს საქმეებში კარგი შედეგების ჩვენების უნარი შეგწევთ. იმ საკითხებს, რომლებიც სხვა დროს თქვენთვის ძალზე მოსაწყენი იქნებოდა, დღეს მთელი მგზნებარებით გადაწყვეტთ. ჩვეულებრივი ბუღალტრული საქმიანობის დროსაც კი იპოვით აღმაფრენის მსგავსს, შემოქმედებით მუხტს. აქედან გამომდინარე, დღე უნდა გამოიყენოთ იმ საქმეებისთვის, რომლებისთვისაც არ გყოფნიდათ არც მოთმინება და არც ენთუზიაზმი.მორიელი: დღეს თქვენი დევიზი შეიძლება გახდეს „ყველაზე სწრაფად, ყველაზე ძლიერად, ყველაზე მაღლა“. მთელი დღე გექნებათ შეჯიბრების, სხვებზე უკეთესად წარმოჩენის სურვილი. და აქ საქმე სულაც არაა ტრაბახში – თქვენთვის ერთგვარი თამაში იქნება, რომლის მიზანი არა თავის ქება, არამედ საქმის უკეთ გაკეთებაა. და ამაში განა არის რამე ცუდი? ერთადერთი, რაც დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ, ეს აზარტულ თამაშებში ჩაბმაა – ჩაგითრევთ!მშვილდოსანი: დღეს თქვენ სულში ნამდვილი „ოტელო“ გაიღვიძებს. საყვარელი ადამიანის ქცევა მთელი დღე თქვენში ეჭვებს დაბადებს, ღალატის ნიშნები ყოველ კუთხე–კუნჭულში მოგეჩვენებათ. თუ არ გსურთ, რომ ეჭვებმა თქვენში დიდი ხნით დაიბუდოს, ეცადეთ, საკუთარი ეჭვიანობა როგორმე მოთოკოთ. რეალური საბაბი საყვარელ ადამიანში დაეჭვებისა ნამდვილად არ გაქვთ (ან თითქმის არ გაქვთ).თხის რქა: თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმუმს მიაღწევს. შეგწევთ არა მხოლოდ უნარი, რომ რთულ საქმეებსა და საკითხებს შეეჭიდოთ, არამედ ამის განწყობაც გექნებათ. დღეს გაქვთ შანსი, რომ ბოლომდე მიიყვანოთ თქვენი რომელიმე პროექტი და ღირსეული შედეგებიც მიიღოთ. ამასთან, არ უნდა დაივიწყოთ დასვენებაც, რომ ზედმეტი შრომისგან არ „გადაიწვეთ“.მერწყული: დღეს ბევრჯერ დადგებით დილემის – „მინდა–არ მინდა“ წინაშე. პირველ ადგილზე კი იდგება სიტყვა „საჭიროა“. ამასთან, გექნებათ სურვილი, რომ საკუთარი ვალდებულება–მოვალეობები შეასრულოთ არა მხოლოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ. კარგი დღეა იმისთვის, რომ ეს ენერგია, საკუთარი შრომისუნარიანობა და ენთუზიაზმი ყველას (და განსაკუთრებით, ხელმძღვანელობას) უჩვენოთ. მაგრამ არ გადააჭარბოთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ ეს „გამოხტომებში“ არ ჩაგეთვალოთ.თევზები: დღეს ვერაფერი ისე ვერ გაგიფუჭებთ განწყობას, როგორც თავხედური „გამოხტომები“ გადაჭარბებული თვითშეფასებებით. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება გადაეყაროთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მეორე პლანზე გადაწევას, ან თქვენი ღირსების დაკნინებას შეეცდებიან. ასეთ პიროვნებებთან შეხვედრის ალბათობა დღეს დიდია. მაგრამ მათთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს – ეს თქვენს ნიჭს ვერაფერს ავნებს.
https://sputnik-georgia.com/20231104/horoskopi-vin-rogor-isusebs-wrilobebs-zodiaqo-283976911.html
https://sputnik-georgia.com/20230105/bosuri-horoskopi-273675964.html
https://sputnik-georgia.com/20230605/rogor-iwyeba-dre-zodiaqos-nisnebistvis-278281087.html
https://sputnik-georgia.com/20230103/rogori-simtvrale-aqvs-zodiaqos-nisnebs-273633845.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280569236_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_05d832332f490996c56f9b7f410a0936.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 მარტი
00:15 17.03.2024 (განახლებულია: 09:19 17.03.2024) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 17 მარტია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ერთ–ერთი საუკეთესო დღეა ჩანაფიქრის რეალიზებისა და შუალედური შედეგების შეჯამებისთვის. თუ რამე გეგმა გქონდათ, დღევანდელი დღე სწორედ რომ შესაფერისია მის განსახორციელებლად – შედეგი გაგახარებთ და შესაძლოა, მოლოდინსაც გადააჭარბოს.
ვინც შეუპოვრად მიიწევდა თავისი მიზნისკენ, მისთვის კი კარგი იქნება, ლოგიკურად შეაფასოს მიღწევები. თუ შედეგი გაქვთ, ე.ი. სწორი გზით მიიწევთ წინ, და თუ ჯერ არ ჩანს თქვენი შრომის ნაყოფი, მაშინ დროა, დაფიქრდეთ, სწორი გზით მიდიხართ თუ არა.
ვერძი: დღეს აჯობებს, თუ სტუმრად არ მიხვალთ ადამიანთან, რომლის საცხოვრებელიც თქვენსაზე უკეთესი ან დიდია. თქვენ შორის ყველაზე კარგად აღზრდილი ვერძიც კი ვერ შეიკავებს თავს ბანალური, მაგრამ მძაფრი შურისგან. ვარსკვლავები გირჩევენ, შეიძინოთ რამე სახლისთვის – საჭირო, ლამაზი და რაც მთავარია, ისეთი ნივთი, რომ ასეთი თქვენს ნაცნობებს შორის არავის ჰქონდეს.
კურო: დღეს თქვენივე მოუსვენრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეთ. მრავალრიცხოვანი იდეები და გეგმები იმდენად დაიპყრობს თქვენს გონებას, რომ მზად ხართ, მთელი ფიზიკური და მორალური ძალები მათი (ყველას ერთად) რეალიზების მცდელობაზე დახარჯოთ. ორი (და ამ შემთხვევაში, უფრო მეტი) კურდღლის მდევარი კი, მოგეხსენებათ, ვერცერთს ვერ დაიჭერს. ჯობია, ერთი რომელიმე (უფრო სიმპათიური) კურდღელი ამოირჩიოთ.
ტყუპი: დღეს რისკავთ, რომ ფულის სხვის ჯიბეში დათვლის ცდუნებას აჰყვეთ. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად არარეკომენდებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დღე შეიძლება აგერიოთ. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ ფინანსურ და ქონებრივ დავებს, მათ შორის – სასამართლოში. ემოცია დღეს ბევრი იქნება, მაგრამ სარგებელი მათგან – არაფერი. ჯობია, ენერგია სასიყვარულო თამაშებზე მიმართოთ – აქ შესანიშნავი შედეგების მიღწევის შანსები გაქვთ.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება გააცნობიეროთ, რომ ეჭვიანობა მოულოდნელი გრძნობაა და შესაძლებელია ეჭვიანობა ყველაფერზე და ყველაზე. არ ინერვიულოთ – ამ გრძნობისგან ერთ–ორ დღეში არაფერი დარჩება, მაგრამ თუ აჰყვებით ამ გრძნობას, მაშინ უსიამოვნებებია მოსალოდნელი. მიმართეთ ენერგია რამე პოზიტიურისკენ. მაგალითად, დაალაგეთ სახლი ან მაღაზიებს ეწვიეთ და იშოპონგეთ.
ლომი: თქვენი შეხედულებები დღეს სხვების შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. გარშემომყოფების ბობოქარი ენთუზიაზმი გაუგებარი იქნება თქვენთვის და საეჭვოდ მოგეჩვენებათ. კიდევ უფრო საეჭვოდ აღიქვამთ მათ მცდელობას, რომ ეს ენთუზიაზმი თქვენ გადაგდონ. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ნებით არც ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებაში არ ჩერთვებით, ამის განწყობა არა გაქვთ. ამას გირჩევნიათ, საკუთარი ამოცანების გადაჭრაზე დახარჯოთ ენერგია.
ქალწული: დღეს თავში, შესაძლოა, წარმოუგენელი, ფანტასტიკური იდეა ამოგივიდეთ. და ეს იდეა ერთი შეხედვით (და მეორე შეხედვითაც) რეალიზებისთვის სრულიად შეუძლებლად მოჩანს. მაგრამ სწორედ თქვენ მოინდომებთ მის ცხოვრებაში განხორციელებას. ყველაფერი დანარჩენი ძალზე ბანალური, მოსაწყენი მოგეჩვენებათ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამ ფანტასტიკურ იდეას აქვს დღეს რეალიზების ყველაზე კარგი შანსი.
სასწორი: დღეს საქმეებში კარგი შედეგების ჩვენების უნარი შეგწევთ. იმ საკითხებს, რომლებიც სხვა დროს თქვენთვის ძალზე მოსაწყენი იქნებოდა, დღეს მთელი მგზნებარებით გადაწყვეტთ. ჩვეულებრივი ბუღალტრული საქმიანობის დროსაც კი იპოვით აღმაფრენის მსგავსს, შემოქმედებით მუხტს. აქედან გამომდინარე, დღე უნდა გამოიყენოთ იმ საქმეებისთვის, რომლებისთვისაც არ გყოფნიდათ არც მოთმინება და არც ენთუზიაზმი.
მორიელი: დღეს თქვენი დევიზი შეიძლება გახდეს „ყველაზე სწრაფად, ყველაზე ძლიერად, ყველაზე მაღლა“. მთელი დღე გექნებათ შეჯიბრების, სხვებზე უკეთესად წარმოჩენის სურვილი. და აქ საქმე სულაც არაა ტრაბახში – თქვენთვის ერთგვარი თამაში იქნება, რომლის მიზანი არა თავის ქება, არამედ საქმის უკეთ გაკეთებაა. და ამაში განა არის რამე ცუდი? ერთადერთი, რაც დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ, ეს აზარტულ თამაშებში ჩაბმაა – ჩაგითრევთ!
მშვილდოსანი: დღეს თქვენ სულში ნამდვილი „ოტელო“ გაიღვიძებს. საყვარელი ადამიანის ქცევა მთელი დღე თქვენში ეჭვებს დაბადებს, ღალატის ნიშნები ყოველ კუთხე–კუნჭულში მოგეჩვენებათ. თუ არ გსურთ, რომ ეჭვებმა თქვენში დიდი ხნით დაიბუდოს, ეცადეთ, საკუთარი ეჭვიანობა როგორმე მოთოკოთ. რეალური საბაბი საყვარელ ადამიანში დაეჭვებისა ნამდვილად არ გაქვთ (ან თითქმის არ გაქვთ).
თხის რქა: თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმუმს მიაღწევს. შეგწევთ არა მხოლოდ უნარი, რომ რთულ საქმეებსა და საკითხებს შეეჭიდოთ, არამედ ამის განწყობაც გექნებათ. დღეს გაქვთ შანსი, რომ ბოლომდე მიიყვანოთ თქვენი რომელიმე პროექტი და ღირსეული შედეგებიც მიიღოთ. ამასთან, არ უნდა დაივიწყოთ დასვენებაც, რომ ზედმეტი შრომისგან არ „გადაიწვეთ“.
მერწყული: დღეს ბევრჯერ დადგებით დილემის – „მინდა–არ მინდა“ წინაშე. პირველ ადგილზე კი იდგება სიტყვა „საჭიროა“. ამასთან, გექნებათ სურვილი, რომ საკუთარი ვალდებულება–მოვალეობები შეასრულოთ არა მხოლოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ. კარგი დღეა იმისთვის, რომ ეს ენერგია, საკუთარი შრომისუნარიანობა და ენთუზიაზმი ყველას (და განსაკუთრებით, ხელმძღვანელობას) უჩვენოთ. მაგრამ არ გადააჭარბოთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ ეს „გამოხტომებში“ არ ჩაგეთვალოთ.
თევზები: დღეს ვერაფერი ისე ვერ გაგიფუჭებთ განწყობას, როგორც თავხედური „გამოხტომები“ გადაჭარბებული თვითშეფასებებით. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება გადაეყაროთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მეორე პლანზე გადაწევას, ან თქვენი ღირსების დაკნინებას შეეცდებიან. ასეთ პიროვნებებთან შეხვედრის ალბათობა დღეს დიდია. მაგრამ მათთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს – ეს თქვენს ნიჭს ვერაფერს ავნებს.