https://sputnik-georgia.com/20240312/politikosebi-partia-axalis-zalebs-apaseben-286820944.html
„ახალი" პარტია საქართველოში: პოლიტიკოსებმა ახალი გუნდის ძალები შეაფასეს
„ახალი" პარტია საქართველოში: პოლიტიკოსებმა ახალი გუნდის ძალები შეაფასეს
Sputnik საქართველო
В правящей партии убеждены, что эта сила не сможет набрать более двух процентов на выборах მმართველი პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ეს ძალა არჩევნებში ხმების... 12.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-12T21:15+0400
2024-03-12T21:15+0400
2024-03-12T21:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037949_0:171:1280:892_1920x0_80_0_0_731380822031bce3034891ad590879c6.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ახალი მოძრაობა „ახალის“ შანსების არ სჯერათ, ოპოზიციური პარტიები კი შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობენ.11 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ახალი" დააფუძნეს. პარტია საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ნომრით „4" მიიღებს მონაწილეობას.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და საქართველოს პარლამენტი მთლიანად 5%-იანი ბარიერგადალახული პარტიების პარტიული სიებით დაკომპლექტება, მასში არ იქნებიან რაიონებში პირდაპირი კენჭისყრით არჩეული დეპუტატები. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს. დღეს „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა," ხმების 5%-ს ვერ მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი ტრადიციულად „5“-ია.„ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ არ არსებობს ნომრები „4“, „5“, „ლელო“, არამედ არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა ნიღბით კიდევ ერთხელ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი ამომრჩეველი“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა.„ახალი": გვარამია + მელიას პოლიტიკური ტანდემი შედგა>>>„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ახალი პარტიის შექმნაში „ნაცმოძრაობის" დასუსტების ნიშნები დაინახა.„რატომ შეიქმნა ეს ასოციაცია და რატომ იქმნება ასეთი ერთპროცენტიანი ან ორპროცენტიანი პოლიტიკური ჯგუფები? იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის" და პარტიის სტრუქტურა დაშლის ბოლო ეტაპზეა და ნიკა მელია, ნიკა გვარამია და მსგავსი ადამიანები ნანგრევებიდან აგურებს აგდებენ და ცალკე ერთპროცენტიან პარტიებს აშენებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.ალიანსის მომავალიამასთან, ვიდრე მმართველ პარტიაში არ სჯერათ იმის, რომ არჩევნებამდე ექვსნახევარი თვით ადრე ახალი პარტია შეძლებს საკმარისი რეიტინგის მოპოვებას, ოპოზიცია „ახალს" უკვე კოალიციურ მოკავშირედ განიხილავს.ამ დროისთვის კონსულტაციების ფაქტს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ადასტურებს.ამასობაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ ელოდება, რომ ახალი პარტია მათ მხარდამჭერებს წაართმევს.„ჩვენ არ ველით, რომ „ნაცმოძრაობამ" შეიძლება ხმები დაკარგოს“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ.„ნაცმოძრაობის" შანსებიპარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 2017 წლის დასაწყისში უკვე განიცადა ერთი განხეთქილება. მაშინ შიდადაპირისპირების გამო, პარტია ათობით ლიდერმა დატოვა.მომხდარის შემდეგ პარტიის რეიტინგი დაახლოებით 10%-ით დაეცა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 27,11%-იანი შედეგის შემდეგ, მომდევნო წელს პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში მხოლოდ 17,66% მოიპოვა.პარტიამ 2016 წლის რეიტინგის დაბრუნება მხოლოდ 2020 წლის არჩევნებზე მოახერხა, 2021 წლისთვის კი პარტიამ გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებლები.ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ისევ კარგავს როგორც მხარდამჭერებს, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე მის მოკავშირეებს ოპოზიციაში.პარტიების უმრავლესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ იმ პერიოდში, როდესაც პარტიას მელია ხელმძღვანელობდა, დღეს გამორიცხავს ამ ძალასთან კოალიციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037949_181:136:1280:960_1920x0_80_0_0_7abc4b7d81d55e4565373dc4fc0ca4d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
„ახალი" პარტია საქართველოში: პოლიტიკოსებმა ახალი გუნდის ძალები შეაფასეს
В правящей партии убеждены, что эта сила не сможет набрать более двух процентов на выборах მმართველი პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ეს ძალა არჩევნებში ხმების ორ პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ახალი მოძრაობა „ახალის“ შანსების არ სჯერათ, ოპოზიციური პარტიები კი შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობენ.
11 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ახალი" დააფუძნეს. პარტია საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ნომრით „4" მიიღებს მონაწილეობას.
„რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი, ალბათ, 2%-იანი პარტია, ეს 2% საბოლო ჯამში „ნაცმოძრაობას“ დააკლდება. ეს კარგია იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და საქართველოს პარლამენტი მთლიანად 5%-იანი ბარიერგადალახული პარტიების პარტიული სიებით დაკომპლექტება, მასში არ იქნებიან რაიონებში პირდაპირი კენჭისყრით არჩეული დეპუტატები. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს. დღეს „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა," ხმების 5%-ს ვერ მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი ტრადიციულად „5“-ია.
„ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ არ არსებობს ნომრები „4“, „5“, „ლელო“, არამედ არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა ნიღბით კიდევ ერთხელ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი ამომრჩეველი“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ახალი პარტიის შექმნაში „ნაცმოძრაობის" დასუსტების ნიშნები დაინახა.
„რატომ შეიქმნა ეს ასოციაცია და რატომ იქმნება ასეთი ერთპროცენტიანი ან ორპროცენტიანი პოლიტიკური ჯგუფები? იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის" და პარტიის სტრუქტურა დაშლის ბოლო ეტაპზეა და ნიკა მელია, ნიკა გვარამია და მსგავსი ადამიანები ნანგრევებიდან აგურებს აგდებენ და ცალკე ერთპროცენტიან პარტიებს აშენებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, ვიდრე მმართველ პარტიაში არ სჯერათ იმის, რომ არჩევნებამდე ექვსნახევარი თვით ადრე ახალი პარტია შეძლებს საკმარისი რეიტინგის მოპოვებას, ოპოზიცია „ახალს" უკვე კოალიციურ მოკავშირედ განიხილავს.
ამ დროისთვის კონსულტაციების ფაქტს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ადასტურებს.
„ნიკა გვარამიასთან გვქონდა კომუნიკაცია და ვიცი, რა იქნება მომავალში. ჯერჯერობით ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს - ვგულისხმობ „გირჩი - მეტი თავისუფლებას" და "დროას" მუშაობას. ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი კამპანიით ვართ დაკავებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასობაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ ელოდება, რომ ახალი პარტია მათ მხარდამჭერებს წაართმევს.
„ჩვენ არ ველით, რომ „ნაცმოძრაობამ" შეიძლება ხმები დაკარგოს“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ.
პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 2017 წლის დასაწყისში უკვე განიცადა ერთი განხეთქილება. მაშინ შიდადაპირისპირების გამო, პარტია ათობით ლიდერმა დატოვა.
მომხდარის შემდეგ პარტიის რეიტინგი დაახლოებით 10%-ით დაეცა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 27,11%-იანი შედეგის შემდეგ, მომდევნო წელს პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში მხოლოდ 17,66% მოიპოვა.
პარტიამ 2016 წლის რეიტინგის დაბრუნება მხოლოდ 2020 წლის არჩევნებზე მოახერხა, 2021 წლისთვის კი პარტიამ გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებლები.
ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ისევ კარგავს როგორც მხარდამჭერებს, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე მის მოკავშირეებს ოპოზიციაში.
პარტიების უმრავლესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ იმ პერიოდში, როდესაც პარტიას მელია ხელმძღვანელობდა, დღეს გამორიცხავს ამ ძალასთან კოალიციას.