https://sputnik-georgia.com/20240308/vin-gaxdeba-jandacvis-axali-ministri-gadawyvetileba-mirebulia-286761994.html
ვინ გახდება ჯანდაცვის ახალი მინისტრი - გადაწყვეტილება მიღებულია
ვინ გახდება ჯანდაცვის ახალი მინისტრი - გადაწყვეტილება მიღებულია
Sputnik საქართველო
წინა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა 08.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-08T22:46+0400
2024-03-08T22:46+0400
2024-03-08T22:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ქართული ოცნება
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1ddf034d6f8cd285cf8defbcb3fe9bc9.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, 10 მარტს წარადგენს, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.უწყების ძველმა ხელმძღვანელმა ზურაბ აზარაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი 1 მარტს დატოვა.აზარაშვილის მინისტრობის დროს დაინერგა DRG-სისტემა. სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან დანერგა კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც გამოითვლება მკურნალობის ხარჯების საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე Diagnostic Related Group.მაგრამ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროექტი სრული ჩავარდნა იყო, რაც მმართველ პარტიაშიც დაადასტურეს. რესპუბლიკურის რეორგანიზაციასა და დემონტაჟზე უარის თქმა იყო ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძისთვის მას შემდეგ, რაც მან პრემიერ-მინისტრის პოსტის დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_6a6ab6db9ee50c7db89108d803783a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ვინ გახდება ჯანდაცვის ახალი მინისტრი - გადაწყვეტილება მიღებულია
წინა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, 10 მარტს წარადგენს, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
უწყების ძველმა ხელმძღვანელმა ზურაბ აზარაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი 1 მარტს დატოვა.
„პრემიერ-მინისტრს ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რის თაობაზეც მე არ და ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მთავრობის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონსულტაცია პარტიულად, ჩვენთანაც. არჩევანი გაკეთდა რამდენიმე ძალიან ღირსეულ ადამიანს შორის და გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აზარაშვილის მინისტრობის დროს დაინერგა DRG-სისტემა. სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან დანერგა კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც გამოითვლება მკურნალობის ხარჯების საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე Diagnostic Related Group.
მაგრამ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროექტი სრული ჩავარდნა იყო, რაც მმართველ პარტიაშიც დაადასტურეს. რესპუბლიკურის რეორგანიზაციასა და დემონტაჟზე უარის თქმა იყო ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძისთვის მას შემდეგ, რაც მან პრემიერ-მინისტრის პოსტის დაიკავა.