https://sputnik-georgia.com/20240308/skandali-adeisvilis-bundestagsi-gamocenis-irgvliv-germaniis-saelcos-komentari-286752253.html
სკანდალი ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენის ირგვლივ - გერმანიის საელჩოს კომენტარი
სკანდალი ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენის ირგვლივ - გერმანიის საელჩოს კომენტარი
Sputnik საქართველო
ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას, აღნიშნეს საელჩოში. 08.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-08T10:30+0400
2024-03-08T10:30+0400
2024-03-08T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_5523983b799243c996aba1349cd2a4a4.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. გერმანულ მხარეს არ გააჩნდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილისთვის პარლამენტში შესვლა აეკრძალათ, ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა საქართველოს მიმართ არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინებაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას, აღნიშნეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას, აღნიშნეს საელჩოში.„ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია“, - ნათქვამია განცხადებაში.იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.„ეს გულდასაწყვეტია": ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენამ ხელისუფლება აღაშფოთა >>სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_3ad3ac76d006deccfc3be1055af3d35c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
სკანდალი ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენის ირგვლივ - გერმანიის საელჩოს კომენტარი
ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას, აღნიშნეს საელჩოში.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. გერმანულ მხარეს არ გააჩნდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილისთვის პარლამენტში შესვლა აეკრძალათ, ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა საქართველოს მიმართ არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინებაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას, აღნიშნეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.
„ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისთვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას, აღნიშნეს საელჩოში.
„ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია“, - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.