https://sputnik-georgia.com/20240303/saakasvilis-sewyaleba-realuria-politikosebis-mosazrebebi-286673046.html
რეალურია თუ არა სააკაშვილის შეწყალება: პოლიტიკოსების მოსაზრებები
რეალურია თუ არა სააკაშვილის შეწყალება: პოლიტიკოსების მოსაზრებები
Sputnik საქართველო
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავების მომენტიდან დღემდე სააკაშვილს ციხის საკანში ექვს თვეზე ნაკლები დრო აქვს გატარებული 03.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-03T10:49+0400
2024-03-03T10:49+0400
2024-03-03T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0f/286331669_0:271:3155:2047_1920x0_80_0_0_b22577c619a5195f57ad26dd4860de4d.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ ყველაზე განსახილველ თემად იქცა: ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს დაუშვებელია, ოპოზიციაში კი აზრები ორად იყოფა.სააკაშვილი საქართველოში ექვსწლიან სასჯელს იხდის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე. ექს-პრეზიდენტის შეწყალების საკითხს აყენებს მის მიერ დაარსებული უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის აქტიური განხილვის თემა ევროპარლამენტში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე რეზოლუციაც კი მიიღო.მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპარლამენტარები ახლა ამზადებენ ნიადაგს ექს-პრეზიდენტის შეწყალებისთვის.„ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს მოამზადოს პლატფორმა სააკაშვილის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამაზე ბევრი რამ მიუთითებს და ეს სერიოზული ამბავია", - განაცხადა სარჯველაძემ.ოპოზიცია საქართველოში მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა - სააკაშვილის შანსები >>>პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად სერიოზული საფუძველი სჭირდება, დასძინა მან.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ასეთი რეზოლუციები სააკაშვილის შეწყალების რეკომენდაციით წარმოადგენს ზეწოლის მაჩვენებელს და ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობას.იმავდროულად, როგორც გაირკვა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის შეწყალება ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის მისაღები როდია.კალაძე: საქართველოს რეპუტაციას აზიანებს არა სააკაშვილის პატიმრობა, არამედ მისი ქმედებები>>>ერთადერთი, ვინც დაჟინებით მოითხოვს შეწყალებას, მის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან, რომლებიც არ მალავენ, რომ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება სურთ საპარლამენტო არჩევნების წინ რეიტინგის ასამაღლებლად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, არ აქვს უფლება რაიმე პოლიტიკური საქმიანობით იყოს დაკავებული საქართველოში.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ წელიწადზე მეტია დუმს სააკაშვილის შეწყალების თემასთან დაკავშირებით. ადრე კი ამასთან დაკავშირებით მას ჰქონდა მკაფიო პოზიცია: „არა და არასდროს“.ეს მორალური გადაწყვეტილებაა - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე>>>ამასთან, საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას უკვე შეუერთდა. პარტიამ ამ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირა.ახლა პარტია აქტიურად აგროვებს ხელმოწერებს, რათა პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართოს.საქართველოს კანონმდებლობით, შეწყალება შესაძლებელია იმ საქმეებზე, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი სააკაშვილისთვის სამ საქმეზე - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევაზე და საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0f/286331669_189:0:2918:2047_1920x0_80_0_0_3d64f8a72a2dab51ab6cae59c37fa4cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
რეალურია თუ არა სააკაშვილის შეწყალება: პოლიტიკოსების მოსაზრებები
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავების მომენტიდან დღემდე სააკაშვილს ციხის საკანში ექვს თვეზე ნაკლები დრო აქვს გატარებული
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ ყველაზე განსახილველ თემად იქცა: ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს დაუშვებელია, ოპოზიციაში კი აზრები ორად იყოფა.
სააკაშვილი საქართველოში ექვსწლიან სასჯელს იხდის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე. ექს-პრეზიდენტის შეწყალების საკითხს აყენებს მის მიერ დაარსებული უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის აქტიური განხილვის თემა ევროპარლამენტში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე რეზოლუციაც კი მიიღო.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი ყოფილ პრეზიდენტს, მიუღებელი იქნება საერთოდ ამ საკითხის განხილვაც კი“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპარლამენტარები ახლა ამზადებენ ნიადაგს ექს-პრეზიდენტის შეწყალებისთვის.
„ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს მოამზადოს პლატფორმა სააკაშვილის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამაზე ბევრი რამ მიუთითებს და ეს სერიოზული ამბავია", - განაცხადა სარჯველაძემ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად სერიოზული საფუძველი სჭირდება, დასძინა მან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ასეთი რეზოლუციები სააკაშვილის შეწყალების რეკომენდაციით წარმოადგენს ზეწოლის მაჩვენებელს და ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობას.
იმავდროულად, როგორც გაირკვა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის შეწყალება ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის მისაღები როდია.
„ვთვლით, რომ მან (სალომე ზურაბიშვილმა - რედ.) ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ თუ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის”, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.
ერთადერთი, ვინც დაჟინებით მოითხოვს შეწყალებას, მის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან, რომლებიც არ მალავენ, რომ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება სურთ საპარლამენტო არჩევნების წინ რეიტინგის ასამაღლებლად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, არ აქვს უფლება რაიმე პოლიტიკური საქმიანობით იყოს დაკავებული საქართველოში.
„მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა მისი ხალხის კეთილდღეობისთვის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ წელიწადზე მეტია დუმს სააკაშვილის შეწყალების თემასთან დაკავშირებით. ადრე კი ამასთან დაკავშირებით მას ჰქონდა მკაფიო პოზიცია: „არა და არასდროს“.
ამასთან, საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას უკვე შეუერთდა. პარტიამ ამ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირა.
ახლა პარტია აქტიურად აგროვებს ხელმოწერებს, რათა პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
საქართველოს კანონმდებლობით, შეწყალება შესაძლებელია იმ საქმეებზე, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი სააკაშვილისთვის სამ საქმეზე - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევაზე და საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე.