https://sputnik-georgia.com/20240229/es-moraluri-gadawyvetilebaa-zurabishvili-saakashvilis-shewkalebaze-286635235.html
ეს მორალური გადაწყვეტილებაა - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
ეს მორალური გადაწყვეტილებაა - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში რეალური მიზეზების გამო იმყოფება 29.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-29T13:00+0400
2024-02-29T13:00+0400
2024-02-29T13:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001196_479:689:2834:2013_1920x0_80_0_0_f65aec14d7f894379a1ee9c084486700.jpg
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მორალური გადაწყვეტილებაა და ამაზე გავლენას ვერ მოახდენს შიდა თუ გარე ძალების ზეწოლა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა.სააკაშვილი, მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოს მიერ ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სააკაშვილი დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არ არის და ციხეში რეალური მიზეზებიდან გამომდინარე იმყოფება.„რასაც ახლა ვხედავთ, რაც სხვადასხვა რეჟიმებში გვინახავს, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია - ეს ყველაფერი გვინახავს და სააკაშვილის მმართველობის დროს ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, იგი ციხეში რეალური მიზეზების გამოა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.რა შემთხვევაში შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს - დეპუტატის განმარტება>>> თუმცა, პრეზიდენტის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული.„მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი იმას, თუ რა ემართება მას ციხეში. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და გეთანხმებით, რომ რეპუტაციული თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ იგი სადმე სხვაგან ყოფილიყო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.მისი თქმით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ უნდა მიიღოს.„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.სააკაშვილმა 2023 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.ოპოზიცია საქართველოში მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა - სააკაშვილის შანსები>>>კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001196_707:659:2560:2048_1920x0_80_0_0_2e6ef09c095115a55cb603556a83e016.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
ეს მორალური გადაწყვეტილებაა - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
პრეზიდენტის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში რეალური მიზეზების გამო იმყოფება
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მორალური გადაწყვეტილებაა და ამაზე გავლენას ვერ მოახდენს შიდა თუ გარე ძალების ზეწოლა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა.
სააკაშვილი, მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოს მიერ ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.
„სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ, შეუძლებელია ამაზე გავლენის მოხდენა შიდა თუ გარე ზეწოლით", - განაცხადა ზურაბიშვილმა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში (Chatham House) სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სააკაშვილი დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არ არის და ციხეში რეალური მიზეზებიდან გამომდინარე იმყოფება.
„რასაც ახლა ვხედავთ, რაც სხვადასხვა რეჟიმებში გვინახავს, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია - ეს ყველაფერი გვინახავს და სააკაშვილის მმართველობის დროს ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, იგი ციხეში რეალური მიზეზების გამოა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
თუმცა, პრეზიდენტის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული.
„მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი იმას, თუ რა ემართება მას ციხეში. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და გეთანხმებით, რომ რეპუტაციული თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ იგი სადმე სხვაგან ყოფილიყო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ უნდა მიიღოს.
„ბევრი გზებია, რითაც სხვა ქვეყნებს ეს პრობლემები მოუგვარებიათ - შინაპატიმრობა, ექსტრადიცია, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ მზად არის ექსტრადიციისთვის, თუმცა არ ვიცი [მოთხოვნა] ფორმალურად თუ გაკეთდა. ასე რომ, ეს შესაძლებლობები არსებობს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
სააკაშვილმა 2023 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.