რა შემთხვევაში შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს - დეპუტატის განმარტება

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2024
გამოწერა
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ თანამდებობას დატოვებს
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი მათგანი აღმოჩნდება უფრო სასარგებლო ლიდერი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადასარჩენად, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
სააკაშვილი, მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოს მიერ ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. მანამდე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.
„სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი აღმოჩნდება უფრო სასარგებლო ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის" გადასარჩენად. თუ სააკაშვილი უფრო სასარგებლო აღმოჩნდა, სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მას და შეასრულებს გარე ძალების დაკვეთას, თუ არჩევანი ზურაბიშვილზე გაკეთდება, მაშინ იგი სააკაშვილს არ შეიწყალებს“, - განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილის რეიტინგი ისედაც დაბალია და რომ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", იგი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი.
„თუ სალომე ზურაბიშვილს აირჩევენ ლიდერად, მაშინ იგი, სავარაუდოდ, სექტემბერში გადადგება და წინასაარჩევნო მარათონში ჩაებმება", - განაცხადა ხუნდაძემ.
ხუნდაძის თქმით, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ოპოზიციური პარტიებიდან პარლამენტში შესვლის გარანტია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

„თუ ვინმეს შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა, იგი არჩევნებში დამოუკიდებლად გამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაერთიანდებიან", - განაცხადა ხუნდაძემ.

„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
მდინარაძე: სააკაშვილი კრიმინალია და არა საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო>>>
სააკაშვილმა 2023 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა“. საქართველოს.
ყველა ახალი ამბავი
0