https://sputnik-georgia.com/20240220/mdinaradze-saakashvili-chveulebrivi-kriminalia-286422853.html
მდინარაძე: სააკაშვილი კრიმინალია და არა საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო
მდინარაძე: სააკაშვილი კრიმინალია და არა საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის არა მოდერნიზაციის სიმბოლო, არამედ ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც ქვეყანა... 20.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-20T14:56+0400
2024-02-20T14:56+0400
2024-02-20T15:26+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279191812_0:7:1280:727_1920x0_80_0_0_43f169fc3f32a33eaf072ff3b7af45e1.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის არა მოდერნიზაციის სიმბოლო, არამედ ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ბევრისთვის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გააკეთა. მან ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აღნიშნა, რომ მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაში.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, თურმე მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ბიზნეს-რეკეტი, ტელევიზიების დახურვა ყოფილა მოდერნიზაცია.„ჩვენთვის ეს არ არის მოდერნიზაცია, ეს არის სისასტიკე. მოდერნიზაცია - ეს დემოკრატია, განვითარება და ევროპაა... ქართველი ქალი და მამაკაცი ამას მოდერნიზაციად ვერასდროს მიიღებს. ამას ისმენს სალომე ზურაბიშვილი და უპასუხოდ ტოვებს", - განაცხადა მდინარაძემ.ამასთან, პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილის მხრიდან შეიძლება ეს იყოს დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა იმისთვის, რომ შეიწყალოს სააკაშვილი და შემდეგ დააბრალოს გარე ფაქტორებს და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას.„ან ითამაშოს როლი, რომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს და ამით მოირგოს „არანაცის“ იმიჯი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20%-ზე ასე იმანიპულიროს. ამ საკითხს სხვა ახსნა არ აქვს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.სააკაშვილი, მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოს მიერ ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. მანამდე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.ლობისტები ამზადებენ საზოგადოებას სააკაშვილის შეწყალებისთვის - ვიცე-სპიკერი>>>„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.სააკაშვილმა 2023 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279191812_93:0:1230:853_1920x0_80_0_0_6176ecdcd8b0447d668d3132d5ef9e2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის არა მოდერნიზაციის სიმბოლო, არამედ ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ბევრისთვის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გააკეთა. მან ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აღნიშნა, რომ მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაში.
„იგი დადის და ისმენს ბალტიისპირეთის ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, რომ ჩვენ სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ქართული ეკონომიკა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და ამ ყველაფერს უპასუხოდ ტოვებს. სააკაშვილი მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც ეს ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო", - განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, თურმე მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ბიზნეს-რეკეტი, ტელევიზიების დახურვა ყოფილა მოდერნიზაცია.
„ჩვენთვის ეს არ არის მოდერნიზაცია, ეს არის სისასტიკე. მოდერნიზაცია - ეს დემოკრატია, განვითარება და ევროპაა... ქართველი ქალი და მამაკაცი ამას მოდერნიზაციად ვერასდროს მიიღებს. ამას ისმენს სალომე ზურაბიშვილი და უპასუხოდ ტოვებს", - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილის მხრიდან შეიძლება ეს იყოს დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა იმისთვის, რომ შეიწყალოს სააკაშვილი და შემდეგ დააბრალოს გარე ფაქტორებს და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას.
„ან ითამაშოს როლი, რომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს და ამით მოირგოს „არანაცის“ იმიჯი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20%-ზე ასე იმანიპულიროს. ამ საკითხს სხვა ახსნა არ აქვს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
სააკაშვილი, მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოს მიერ ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. მანამდე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
სააკაშვილმა 2023 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.