https://sputnik-georgia.com/20240219/libistebi-amzadeben-sazogadoebas-saakasvilis-sewyalebistvis-vice-spikeri-286408359.html
ლობისტები ამზადებენ საზოგადოებას სააკაშვილის შეწყალებისთვის - ვიცე-სპიკერი
ლობისტები ამზადებენ საზოგადოებას სააკაშვილის შეწყალებისთვის - ვიცე-სპიკერი
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილს მშვენივრად ესმის, რომ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, განაცხადა ვიცე-სპიკერმა. 19.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-19T23:19+0400
2024-02-19T23:19+0400
2024-02-20T09:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274667646_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4e3b8e937d3f4695be8eed227787fc93.jpg
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ცდილობენ შექმნან ხელსაყრელი კლიმატი იმისათვის, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შეიწყალოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან ორზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. მანამდე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებდა.მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალება მის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულების ფონზე საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან დიდ კრიტიკას დაიმსახურებს და სრულიად მიუღებელი იქნება.თალაკვაძის თქმით, სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის დამუშავება.ექიმების დასკვნა: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რჩება დეპრესია>>>შესაბამისად, მან მიიღო ის მოცემულობა, რომ სახელმწიფოს შესაძლოა დაეკავებინა და მართლმსაჯულების წინაშე წარედგინა. ასეც მოხდა, სრულიად სამართლიანად, მან პასუხი აგო დანაშაულებზე, რომლებიც სამართლიანმა სასამართლომ დაუმტკიცა და მიიღო გადაწყვეტილება, რაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, ხაზგასმით აღნიშნა თალაკვაძემ.ვიცე-სპიკერის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ საშინელი დანაშაულების ფონზე, რომელიც მის მთავრობას მიუძღოდა, სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება.„გახსოვთ, ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა კონტრაქტები, სადაც მხოლოდ ერთ კონტრაქტში მილიონამდე დოლარი იყო გადახდილი, რათა მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ქართული საზოგადოებისთვის წარმოეჩინათ როგორც წამებული, ადამიანი, რომელიც თითქოს მოწამლეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეწყალების გადაწყვეტილებაზე, ერთიანი მოთხოვნის ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს.6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.როდის გადაიყვანენ სააკაშვილს კლინიკიდან ციხეში - იუსტიციის მინისტრის პასუხი>>>რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის მიმართვას პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ვიცე-სპიკერის თქმით, „სადაც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, იქ ხშირად ჟღერდება მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით“.სააკაშვილმა 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ექიმების დასკვნა: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რჩება დეპრესია>>>ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.როდის გადაიყვანენ სააკაშვილს კლინიკიდან ციხეში - იუსტიციის მინისტრის პასუხი>>>სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274667646_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_41003b69ac7d73252723c4b1b36e9fd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, მიხეილ სააკაშვილი
ლობისტები ამზადებენ საზოგადოებას სააკაშვილის შეწყალებისთვის - ვიცე-სპიკერი
23:19 19.02.2024 (განახლებულია: 09:56 20.02.2024) ზურაბიშვილს მშვენივრად ესმის, რომ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ცდილობენ შექმნან ხელსაყრელი კლიმატი იმისათვის, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შეიწყალოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან ორზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. მანამდე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებდა.
„საზოგადოებას აჩვევენ, საზოგადოებრივ აზრს ამუშავებენ იმისთვის, რომ სააკაშვილის შესაძლო შეწყალება იყოს ნაკლებად დამაზიანებელი ქალბატონი ზურაბიშვილისთვის. ეს არის ის, რაც ახლა რეალურად ხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეს არის ერთიანი ხაზი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ დაგეგმილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალება მის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულების ფონზე საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან დიდ კრიტიკას დაიმსახურებს და სრულიად მიუღებელი იქნება.
თალაკვაძის თქმით, სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის დამუშავება.
„მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი დანაშაულების გამო წარდგა ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მან იცოდა, რომ იყო სამართალწარმოება, იცოდა, რა ბრალდებებს უყენებდა სახელმწიფო, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო, აქ უკანონოდ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შესაბამისად, მან მიიღო ის მოცემულობა, რომ სახელმწიფოს შესაძლოა დაეკავებინა და მართლმსაჯულების წინაშე წარედგინა. ასეც მოხდა, სრულიად სამართლიანად, მან პასუხი აგო დანაშაულებზე, რომლებიც სამართლიანმა სასამართლომ დაუმტკიცა და მიიღო გადაწყვეტილება, რაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, ხაზგასმით აღნიშნა თალაკვაძემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ საშინელი დანაშაულების ფონზე, რომელიც მის მთავრობას მიუძღოდა, სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება.
„გახსოვთ, ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა კონტრაქტები, სადაც მხოლოდ ერთ კონტრაქტში მილიონამდე დოლარი იყო გადახდილი, რათა მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ქართული საზოგადოებისთვის წარმოეჩინათ როგორც წამებული, ადამიანი, რომელიც თითქოს მოწამლეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეწყალების გადაწყვეტილებაზე, ერთიანი მოთხოვნის ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს.
6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„არ გამოვრიცხავთ, მისი სურვილი იყოს, რომ მთელმა ოპოზიციამ მოსთხოვოს სააკაშვილის შეწყალება და ამ მოტივით მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის მიმართვას პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ვიცე-სპიკერის თქმით, „სადაც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, იქ ხშირად ჟღერდება მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით“.
სააკაშვილმა 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.