https://sputnik-georgia.com/20240229/opozicia-masstaburi-amnistiis-iniciatovit-gamovida-saakasvilis-sandsebi-286630932.html
ოპოზიცია საქართველოში მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა - სააკაშვილის შანსები
ოპოზიცია საქართველოში მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა - სააკაშვილის შანსები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 9,9 ათასი პატიმარია 29.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-29T00:00+0400
2024-02-29T00:00+0400
2024-02-29T03:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250992627_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_9679144417fa785b3897327cf51555ad.jpg
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირებით, მაგრამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივის კომენტირებისას.პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიხედვითაც უნდა გათავისუფლდნენ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები, გარდა იმ პირებისა, ვინც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკებს ასაღებს. ასევე შემოთავაზებულია სამსახურებრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ვადების განახევრება.სააკაშვილი პატიმრობაშია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან თანამდებობრივი დანაშაულებისთვის გამოტანილი განაჩენების საფუძველზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.პაპუაშვილის თქმით, პატიმრების რაოდენობის შემცირების საკითხში ხელისუფლება სახელმწიფოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელებს.„ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს იზოლაციაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება რა მექანიზმები არსებობს შემცირებისა, აქ სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომაა მნიშვნელოვანი, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის პოზიცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრა პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი არ უნდა იყოს.საპარლამენტო პარტია „გირჩი“, სხვა საკითხებთან ერთად, სთავაზობს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების, ასევე ქალებისა და პირობითი მსჯავრდებულების სასჯელის განახევრებას, ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირებას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კანონპროექტში ასევე საუბარია უვადო სასჯელის 30 წლამდე შემცირებაზე.2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9,9 ათასი პატიმარი იყო, საიდანაც 1,8 ათასი სასჯელს ელოდებოდა. მსჯავრდებულთა უმეტესობა ციხეში იმყოფება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან ეკონომიკური დანაშაულისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250992627_144:0:2805:1996_1920x0_80_0_0_de16d55d08b6e571699efb23519fc590.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია
ოპოზიცია საქართველოში მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა - სააკაშვილის შანსები
00:00 29.02.2024 (განახლებულია: 03:14 29.02.2024) ბოლო მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 9,9 ათასი პატიმარია
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირებით, მაგრამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივის კომენტირებისას.
პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიხედვითაც უნდა გათავისუფლდნენ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები, გარდა იმ პირებისა, ვინც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკებს ასაღებს. ასევე შემოთავაზებულია სამსახურებრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ვადების განახევრება.
„დაივიწყონ! მიხეილ სააკაშვილის ამნისტირება, რა თქმა უნდა, არ მოხდება. მან საქართველოში შექმნა ადამიანის წამების, ღირსების შელახვის სისტემა. ჩვენი ვალია, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე, რომ მან სრულად მოიხადოს საკუთარი სასჯელი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი პატიმრობაშია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან თანამდებობრივი დანაშაულებისთვის გამოტანილი განაჩენების საფუძველზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
პაპუაშვილის თქმით, პატიმრების რაოდენობის შემცირების საკითხში ხელისუფლება სახელმწიფოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელებს.
„ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს იზოლაციაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება რა მექანიზმები არსებობს შემცირებისა, აქ სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომაა მნიშვნელოვანი, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის პოზიცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრა პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი არ უნდა იყოს.
საპარლამენტო პარტია „გირჩი“, სხვა საკითხებთან ერთად, სთავაზობს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების, ასევე ქალებისა და პირობითი მსჯავრდებულების სასჯელის განახევრებას, ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირებას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კანონპროექტში ასევე საუბარია უვადო სასჯელის 30 წლამდე შემცირებაზე.
2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9,9 ათასი პატიმარი იყო, საიდანაც 1,8 ათასი სასჯელს ელოდებოდა. მსჯავრდებულთა უმეტესობა ციხეში იმყოფება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან ეკონომიკური დანაშაულისთვის.