https://sputnik-georgia.com/20240302/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-2-marti-286655313.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მარტი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მარტი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 02.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-02T00:15+0400
2024-03-02T00:15+0400
2024-03-02T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23607/44/236074456_0:16:3557:2017_1920x0_80_0_0_8cfd594241875d8b39712ecb5db2d940.jpg
დღეს 2024 წლის 2 მარტია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.თავისი ემოციური ფონით დღევანდელი დღე ხელსაყრელ პერიოდად ვერ ჩაითვლება. აპათია, გაღიზიანება, შენელებული რეაქცია, შესაძლოა, არცთუ სასიკეთოდ აისახოს საქმიან აქტიურობაზე. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ოცნებების კოშკების აგებას.იყავით ყურადღებიანი და მობილიზებული, რათა ისეთი შეცდომები არ დაუშვათ, რომელთა გამოსწორება ან შეუძლებელი იქნება, ან ამას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება.ვერძი: დღეს თქვენი მიღწევები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ „რომელი ფეხით ადგებით საწოლიდან“, ანუ რა განწყობით გაიღვიძებთ. საკმაოდ ენერგიული ხართ, ძალების მარაგი საკმარისი გაქვთ, მაგრამ რომელ კალაპოტში მიმართავთ მას, სწორედ იმაზე დამოკიდებული, როგორ ხასიათზე იქნებით. თუ დადებითი განწყობა იქნება უპირატესი, არ ინანებთ და პოზიტივის დახმარებით მთების გადადგმას შეძლებთ.კურო: დღეს გამოფხიზლება გაგიჭირდებათ და თუნდაც დააღწიოთ ძილს თავი, საქმის დაწყება მაინც გაგიჭირდებათ. თქვენი მთავარი „საქმე“ დღეს არაფრის კეთება იქნება. ვარსკვლავები როგორც ამბობენ, ასეთი სასიამოვნო „ტაქტიკა“ არ დაგაზარალებთ. უყურეთ რამე ფილმს, ითამაშეთ, გაერთეთ, დათქვით პაემანი... გაატარეთ დღე ისე, როგორც თქვენ გესიამოვნებათ.ტყუპი: დღეს მკაცრი ეკონომიის რეჟიმში მოგიწევთ ყოფნა და ეს ეხება არა მხოლოდ ფულის ეკონომიას, არამედ ასევე სასიცოცხლო ძალებს. არ ხართ აქტიური, პირიქით, ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, რაც არცთუ სასიკეთოდ აისახება თქვენს ფიქრებსა და საქმეებზე. აქედან გამომდინარე, არ ღირს რთულ პროექტებთან შეჭიდება. გადადეთ ეს სხვა დროისთვის. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის გაკეთება მაინც, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ.კირჩხიბი: დღეს ადამიანების გულების დასაპყრობად ყველაზე მარტივ გზას – ფულს გამოიყენებთ. შეიძლება გახდეთ რამე წვეულების ან ღონისძიების სპონსორი. აუცილებლობის შემთხვევაში მზად ხართ, სხვას გადასცეთ თქვენთვის უსარგებლო რამე ნივთი, ან ფული ასესხოთ ვინმეს. სხვათა შორის, ეს აღქმული იქნება არა როგორც უაზრო ხარჯი, არამედ როგორც ჩადებული კაპიტალი – საკუთარ სტატუსში და ადამიანების მხრიდან სიმპათიაში.ლომი: მიუხედავად იმისა, რომ საქმეები შეიძლება თავსითავად კარგად განვითარდეს, მთელი დღე გექნებათ რაღაც უხერხულობის შეგრძნება, თავს არაკომფრტულად იგრძნობთ. ხოლო თუ რამეს მოჰკიდებთ ხელს, ეს საქმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება – ყველაზე მარტივი საქმეც კი შეიძლება ჩააგდოთ და პრობლემად აქციოთ. როდესაც ყავის მოდუღებაც კი პრობლემად გადაიქცევა, ეს უკვე სიგნალია: ჯობია,მოდუნდეთ და არაფერი გააკეთოთ. ამას თავისი პლუსიც აქვს – შესანიშნავი საბაბია დასვენებისთვის.ქალწული: თქვენი აქტიურობა დღეს ხანდახან „უადგილო“ იქნება – მისი შედეგი იმის საპირისპირო შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც ელოდებოდით. და მაინც, შეგიძლიათ ენერგიულად იმოქმედოთ იქ, სადაც უკან დახევა აჯობებდა. სხვის საქმეებში ჩარევის, სიტუაციის იძულებით შეცვლის მცდელობამ და სხვა არაადეკვატური მეთოდების გამოყენებამ შეიძლება გავნოთ. ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურობა მინიმუმამდე დაიყვანოთ.სასწორი: დღევანდელი დღე შეიძლება არცთუ სახარბიელოდ აისახოს თქვენზე: გაგიჭირდებათ ცდუნებების გაძლება. შოკოლადი მოგინდათ? ან, იქნებ, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა მოგესურვათ... და დღეს ყველაფერზე პასუხი არის „კი“. ძალიან შორს იქნებით ეკონომიისგან, მაგრამ კარგი იქნება, ხანდახან მაინც გაიხსენოთ, რა არის ზომიერების გრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მალე მიხვდებით, როცა ცარიელ საფულეში ჩაიხედავთ და ზედმეტ კილოგრამებს დაინახავთ სხეულზე სარკეში ჩახედვისას.მორიელი: დღეს უზარმაზარი ფარული ენერგია გაქვთ და თუ ის გარეთ გამოვიდა, ნებისმიერი ბარიერის დანგრევა შეუძლია, თუ არა – მშვიდად დაიხევს უკან. ამ სცენარებიდან რომელი განვითარდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაცია შეიქმნება თქვენ ირგვლივ. ჩვეულებრივ, მშვიდ დღეს თქვენში „სუპერმენის“ გაღვიძება არ შეუძლია, ხოლო თუ საჭიროა რამე „გმირობა“ სამსახურეობრივ ასპარეზზე, მაშინ იგრძნობთ, რომ ძალა თქვენში ვულკანივით დუღს.მშვილდოსანი: დღეს თქვენთვის თვითორგანიზაციისა და დისციპლინის მოთხოვნა უაზრობაა. შესაძლოა, კი გინდათ, რომ ცხოვრებაში ნაკლები ქაოსი და მეტი წესრიგი შეიტანოთ, მაგრამ „მინდა“ და „შემიძლია“ სხვადასხვა რამაა – ამ ორ სიტყვას შორის დღეს უზარმაზარი უფსკრულია და მისი გადალახვის ძალა არ შეგწევთ. მეტი არაფერი დაგრჩენიათ, ვიდრე მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ დღეს. მოდუნდით და დინებას მიჰყევით – დღეს თქვენ არაფერს წყვეტთ.თხის რქა: დღეს თქვენს ფანტაზიებს საზღვრები არ ექნება. განსაკუთრებით ეს გამომჟღავნდება, თუ სწრაფი და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. მაგრამ თუ თქვენი ფიქრები დინებას გაჰყვება, მაშინ შეიძლება ჩვეულებრივი ოცნებების ღრუბლებში აღმოჩნდეთ. თქვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ ცხოვრება ერთი–ორ გადაუჭრელ ამოცანას დააყენებს თქვენ წინაშე. ასეთი თავსატეხები თავის წარმოჩენის შანსს მოგცემთ.მერწყული: არცთუ საუკეთესო დღეა. გაგაღიზიანებთ ბევრი რამ და შეიძლება მდგომარეობიდანაც გამოხვიდეთ. საქმეები „დამუხრუჭდება“, გარშემომყოფები გაუგებრად მოიქცევიან, იზარმაცებენ... თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკმაყოფილო იქნებით არა მხოლოდ გარშემომყოფებით, არამედ საკუთარი თავითაც. ელემენტარული მოვალეობების შესასრულებლადაც კი დიდი ნებისყოფა დაგჭირდებათ.თევზები: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები დაგცინიან, იმდენად ნელი, არაორგანიზებული შეიძლება გამოიყურებოდეთ მათ თვალში. ეს დღის განმვალობაში გაგაღიზიანებთ, თუმცა ამის დამალვას შეძლებთ, სანამ ვინმეს საქციელი არ გამოგიყვანთ წყობილებიდან. თუ ასეთი რამ მოხდა, თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეიძლება მხოლოდ თანავუგრძნოთ, იმდენად საშინელი იქნება თქვენი რისხვა.
https://sputnik-georgia.com/20231104/horoskopi-vin-rogor-isusebs-wrilobebs-zodiaqo-283976911.html
https://sputnik-georgia.com/20230103/rogori-simtvrale-aqvs-zodiaqos-nisnebs-273633845.html
https://sputnik-georgia.com/20200422/bumerangis-principi-zodiaqos-niSnebisTvis-248299163.html
https://sputnik-georgia.com/20181030/rogoria-Tqveni-auris-feri-zodiaqos-niSnis-mixedviT-242731415.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23607/44/236074456_423:0:3134:2033_1920x0_80_0_0_31ca2eb31b0e866650a8ecc299841ac3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მარტი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 2 მარტია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
თავისი ემოციური ფონით დღევანდელი დღე ხელსაყრელ პერიოდად ვერ ჩაითვლება. აპათია, გაღიზიანება, შენელებული რეაქცია, შესაძლოა, არცთუ სასიკეთოდ აისახოს საქმიან აქტიურობაზე. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ოცნებების კოშკების აგებას.
იყავით ყურადღებიანი და მობილიზებული, რათა ისეთი შეცდომები არ დაუშვათ, რომელთა გამოსწორება ან შეუძლებელი იქნება, ან ამას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება.
ვერძი: დღეს თქვენი მიღწევები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ „რომელი ფეხით ადგებით საწოლიდან“, ანუ რა განწყობით გაიღვიძებთ. საკმაოდ ენერგიული ხართ, ძალების მარაგი საკმარისი გაქვთ, მაგრამ რომელ კალაპოტში მიმართავთ მას, სწორედ იმაზე დამოკიდებული, როგორ ხასიათზე იქნებით. თუ დადებითი განწყობა იქნება უპირატესი, არ ინანებთ და პოზიტივის დახმარებით მთების გადადგმას შეძლებთ.
კურო: დღეს გამოფხიზლება გაგიჭირდებათ და თუნდაც დააღწიოთ ძილს თავი, საქმის დაწყება მაინც გაგიჭირდებათ. თქვენი მთავარი „საქმე“ დღეს არაფრის კეთება იქნება. ვარსკვლავები როგორც ამბობენ, ასეთი სასიამოვნო „ტაქტიკა“ არ დაგაზარალებთ. უყურეთ რამე ფილმს, ითამაშეთ, გაერთეთ, დათქვით პაემანი... გაატარეთ დღე ისე, როგორც თქვენ გესიამოვნებათ.
ტყუპი: დღეს მკაცრი ეკონომიის რეჟიმში მოგიწევთ ყოფნა და ეს ეხება არა მხოლოდ ფულის ეკონომიას, არამედ ასევე სასიცოცხლო ძალებს. არ ხართ აქტიური, პირიქით, ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, რაც არცთუ სასიკეთოდ აისახება თქვენს ფიქრებსა და საქმეებზე. აქედან გამომდინარე, არ ღირს რთულ პროექტებთან შეჭიდება. გადადეთ ეს სხვა დროისთვის. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის გაკეთება მაინც, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ.
კირჩხიბი: დღეს ადამიანების გულების დასაპყრობად ყველაზე მარტივ გზას – ფულს გამოიყენებთ. შეიძლება გახდეთ რამე წვეულების ან ღონისძიების სპონსორი. აუცილებლობის შემთხვევაში მზად ხართ, სხვას გადასცეთ თქვენთვის უსარგებლო რამე ნივთი, ან ფული ასესხოთ ვინმეს. სხვათა შორის, ეს აღქმული იქნება არა როგორც უაზრო ხარჯი, არამედ როგორც ჩადებული კაპიტალი – საკუთარ სტატუსში და ადამიანების მხრიდან სიმპათიაში.
ლომი: მიუხედავად იმისა, რომ საქმეები შეიძლება თავსითავად კარგად განვითარდეს, მთელი დღე გექნებათ რაღაც უხერხულობის შეგრძნება, თავს არაკომფრტულად იგრძნობთ. ხოლო თუ რამეს მოჰკიდებთ ხელს, ეს საქმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება – ყველაზე მარტივი საქმეც კი შეიძლება ჩააგდოთ და პრობლემად აქციოთ. როდესაც ყავის მოდუღებაც კი პრობლემად გადაიქცევა, ეს უკვე სიგნალია: ჯობია,მოდუნდეთ და არაფერი გააკეთოთ. ამას თავისი პლუსიც აქვს – შესანიშნავი საბაბია დასვენებისთვის.
ქალწული: თქვენი აქტიურობა დღეს ხანდახან „უადგილო“ იქნება – მისი შედეგი იმის საპირისპირო შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც ელოდებოდით. და მაინც, შეგიძლიათ ენერგიულად იმოქმედოთ იქ, სადაც უკან დახევა აჯობებდა. სხვის საქმეებში ჩარევის, სიტუაციის იძულებით შეცვლის მცდელობამ და სხვა არაადეკვატური მეთოდების გამოყენებამ შეიძლება გავნოთ. ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურობა მინიმუმამდე დაიყვანოთ.
სასწორი: დღევანდელი დღე შეიძლება არცთუ სახარბიელოდ აისახოს თქვენზე: გაგიჭირდებათ ცდუნებების გაძლება. შოკოლადი მოგინდათ? ან, იქნებ, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა მოგესურვათ... და დღეს ყველაფერზე პასუხი არის „კი“. ძალიან შორს იქნებით ეკონომიისგან, მაგრამ კარგი იქნება, ხანდახან მაინც გაიხსენოთ, რა არის ზომიერების გრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მალე მიხვდებით, როცა ცარიელ საფულეში ჩაიხედავთ და ზედმეტ კილოგრამებს დაინახავთ სხეულზე სარკეში ჩახედვისას.
მორიელი: დღეს უზარმაზარი ფარული ენერგია გაქვთ და თუ ის გარეთ გამოვიდა, ნებისმიერი ბარიერის დანგრევა შეუძლია, თუ არა – მშვიდად დაიხევს უკან. ამ სცენარებიდან რომელი განვითარდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაცია შეიქმნება თქვენ ირგვლივ. ჩვეულებრივ, მშვიდ დღეს თქვენში „სუპერმენის“ გაღვიძება არ შეუძლია, ხოლო თუ საჭიროა რამე „გმირობა“ სამსახურეობრივ ასპარეზზე, მაშინ იგრძნობთ, რომ ძალა თქვენში ვულკანივით დუღს.
მშვილდოსანი: დღეს თქვენთვის თვითორგანიზაციისა და დისციპლინის მოთხოვნა უაზრობაა. შესაძლოა, კი გინდათ, რომ ცხოვრებაში ნაკლები ქაოსი და მეტი წესრიგი შეიტანოთ, მაგრამ „მინდა“ და „შემიძლია“ სხვადასხვა რამაა – ამ ორ სიტყვას შორის დღეს უზარმაზარი უფსკრულია და მისი გადალახვის ძალა არ შეგწევთ. მეტი არაფერი დაგრჩენიათ, ვიდრე მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ დღეს. მოდუნდით და დინებას მიჰყევით – დღეს თქვენ არაფერს წყვეტთ.
თხის რქა: დღეს თქვენს ფანტაზიებს საზღვრები არ ექნება. განსაკუთრებით ეს გამომჟღავნდება, თუ სწრაფი და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. მაგრამ თუ თქვენი ფიქრები დინებას გაჰყვება, მაშინ შეიძლება ჩვეულებრივი ოცნებების ღრუბლებში აღმოჩნდეთ. თქვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ ცხოვრება ერთი–ორ გადაუჭრელ ამოცანას დააყენებს თქვენ წინაშე. ასეთი თავსატეხები თავის წარმოჩენის შანსს მოგცემთ.
მერწყული: არცთუ საუკეთესო დღეა. გაგაღიზიანებთ ბევრი რამ და შეიძლება მდგომარეობიდანაც გამოხვიდეთ. საქმეები „დამუხრუჭდება“, გარშემომყოფები გაუგებრად მოიქცევიან, იზარმაცებენ... თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკმაყოფილო იქნებით არა მხოლოდ გარშემომყოფებით, არამედ საკუთარი თავითაც. ელემენტარული მოვალეობების შესასრულებლადაც კი დიდი ნებისყოფა დაგჭირდებათ.
თევზები: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები დაგცინიან, იმდენად ნელი, არაორგანიზებული შეიძლება გამოიყურებოდეთ მათ თვალში. ეს დღის განმვალობაში გაგაღიზიანებთ, თუმცა ამის დამალვას შეძლებთ, სანამ ვინმეს საქციელი არ გამოგიყვანთ წყობილებიდან. თუ ასეთი რამ მოხდა, თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეიძლება მხოლოდ თანავუგრძნოთ, იმდენად საშინელი იქნება თქვენი რისხვა.