https://sputnik-georgia.com/20240229/subari-archevnebze-barieris-gadalaxvas-nacmozraoba-shezlebs-286640351.html
დეპუტატი: არჩევნებზე ბარიერის გადალახვას მხოლოდ „ნაცმოძრაობა" შეძლებს
დეპუტატი: არჩევნებზე ბარიერის გადალახვას მხოლოდ „ნაცმოძრაობა" შეძლებს
Sputnik საქართველო
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, 29.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-29T17:00+0400
2024-02-29T17:00+0400
2024-02-29T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_0:24:1500:868_1920x0_80_0_0_505cbe135c99d756c84d348b12a7e606.jpg
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტიებიდან საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.დეპუტატის თქმით, ვერც ერთი სხვა პარტია ამ შანსს ვერ მოიპოვებს, რაზეც მოწმობს ყველა კვლევა.„რატომ უნდა მისცენ ხმა ნიკა გვარამიას, როდესაც ნიკა გვარამია 100%-ით „ნაცმოძრაობასთან“ არის გაიგივებული. მას, ვისაც „ნაცმოძრაობა“ უნდა, მას მისცემს ხმას“, - აღნიშნა სუბარმა.ის, რომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის" მთავარი მოტორი იყო იმ დროიდან, რაც პარტია ოპოზიციაშია, მათ შორის პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არყოფნის პირობებში, განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ.გვარამიამ, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნების წინ ის პარტიები დაასახელა, რომლებთანაც მზადაა კოალიცია შექმნას. ესენია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას გუნდი. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, საპატიმროს დატოვებიდან შვიდი თვის შემდეგ, გვარამიამ შეკრიბა გუნდი სახელწოდებით „ახალი“ და განაცხადა, რომ მუშაობს მოკლევადიან და სწრაფ კამპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე.ოპოზიციონერი: ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო>>>კითხვაზე, გამოვა თუ არა ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიით, სუბარმა უპასუხა, რომ ამგვარ გაერთიანებას ბევრი რამ უშლის ხელს, პირველ რიგში, პირადი ამბიციები.ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა“. საქართველოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_108:26:1231:868_1920x0_80_0_0_68158514d3ad55bdd6b2f38d961afb67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
დეპუტატი: არჩევნებზე ბარიერის გადალახვას მხოლოდ „ნაცმოძრაობა" შეძლებს
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს,
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტიებიდან საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
„ის, რომ სინამდვილეში ყველანი „ნაცები“ არიან, ეს ფაქტია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ეს არის არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ ათამდე სხვადასხვა პარტიაში განფენილი.თუმცა, ამ პარტიებიდან ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს", - განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
დეპუტატის თქმით, ვერც ერთი სხვა პარტია ამ შანსს ვერ მოიპოვებს, რაზეც მოწმობს ყველა კვლევა.
„რატომ უნდა მისცენ ხმა ნიკა გვარამიას, როდესაც ნიკა გვარამია 100%-ით „ნაცმოძრაობასთან“ არის გაიგივებული. მას, ვისაც „ნაცმოძრაობა“ უნდა, მას მისცემს ხმას“, - აღნიშნა სუბარმა.
ის, რომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის" მთავარი მოტორი იყო იმ დროიდან, რაც პარტია ოპოზიციაშია, მათ შორის პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არყოფნის პირობებში, განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ.
გვარამიამ, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნების წინ ის პარტიები დაასახელა, რომლებთანაც მზადაა კოალიცია შექმნას. ესენია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას გუნდი. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, საპატიმროს დატოვებიდან შვიდი თვის შემდეგ, გვარამიამ შეკრიბა გუნდი სახელწოდებით „ახალი“ და განაცხადა, რომ მუშაობს მოკლევადიან და სწრაფ კამპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე.
კითხვაზე, გამოვა თუ არა ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიით, სუბარმა უპასუხა, რომ ამგვარ გაერთიანებას ბევრი რამ უშლის ხელს, პირველ რიგში, პირადი ამბიციები.
„თუ ერთიანი სია იქნება, მაშინ ამ სიაში ადგილისთვის თავგადაკლული ბრძოლა დაიწყება, ისინი ერთმანეთს ცოცხლად შეჭამენ. ძნელია შეთანხმება იმაზე, ამ 30 კაციდან ვინ მოხვდება სიაში. ჩვენ ამბიციების და არასწორი გათვლების ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს... ეს ამბიციები და არასწორი გათვლები უშლით მათ ხელს, რომ რაციონალური ნაბიჯები გადადგან", - განაცხადა სუბარმა.
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა“. საქართველოს.