https://sputnik-georgia.com/20240228/ugulava-gvaramia-nacmozraobis-mtavari-motori-iko-286622476.html
ოპოზიციონერი: ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო
ოპოზიციონერი: ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო
Sputnik საქართველო
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს... 28.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-28T15:47+0400
2024-02-28T15:47+0400
2024-02-28T15:47+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266667655_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_459b22d9fe60c026125018085f50c27c.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოტორი იყო იმ დროიდან, რაც პარტია ოპოზიციაშია, მათ შორის პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არყოფნის პირობებში, განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ.გვარამიამ, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნების წინ ის პარტიები დაასახელა, რომლებთანაც მზადაა კოალიცია შექმნას. ესენია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას გუნდი. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, საპატიმროს დატოვებიდან შვიდი თვის შემდეგ, გვარამიამ შეკრიბა გუნდი სახელწოდებით „ახალი“ და განაცხადა, რომ მუშაობს მოკლევადიან და სწრაფ კამპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე.ნიკა მელია ბოლო 5 წელი თავმჯდომარე იყო და თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეულირაც შეეხება მელიას, უგულავას თქმით, იგი ბოლო 5 წელი პარტიის თავმჯდომარე იყო და თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული. პოლიტიკოსი „ნაცმოძრაობისთვის" პრობლემად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ პარტია დატოვეს მერობის კანდიდატებმა, რომლებიც წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატებული იყვნენ.2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მელია თბილისის მერობის კანდიდატად პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასახელა - იგი მეორე ტურში გავიდა და კონკურენცია გაუწია თბილისის მოქმედ მერ კახა კალაძეს.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.მოკლედ გვარამიას შესახებმიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მან ჟურნალისტიკის სფეროში გადაინაცვლა.ხელისუფლების ცვლილებიდან ათი წლის შემდეგ, 2022 წლის 16 მაისს, გვარამია, იმ დროისთვის უკვე ახალი ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266667655_100:0:1547:1085_1920x0_80_0_0_c173a4c8f56206055608ed100bbb2829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
ოპოზიციონერი: ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოტორი იყო იმ დროიდან, რაც პარტია ოპოზიციაშია, მათ შორის პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არყოფნის პირობებში, განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ.
გვარამიამ, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნების წინ ის პარტიები დაასახელა, რომლებთანაც მზადაა კოალიცია შექმნას. ესენია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას გუნდი. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, საპატიმროს დატოვებიდან შვიდი თვის შემდეგ, გვარამიამ შეკრიბა გუნდი სახელწოდებით „ახალი“ და განაცხადა, რომ მუშაობს მოკლევადიან და სწრაფ კამპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე.
„ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა. მოდით, გულწრფელები ვიყოთ - 2012 წლიდან, რაც „ნაცმოძრაობა" ოპოზიციაშია, მათ შორის იმ პირობებში, როცა სააკაშვილი აქ არ იყო, ნიკა გვარამია ამ პარტიის მთავარი მოტორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა", - განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში.
ნიკა მელია ბოლო 5 წელი თავმჯდომარე იყო და თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული
რაც შეეხება მელიას, უგულავას თქმით, იგი ბოლო 5 წელი პარტიის თავმჯდომარე იყო და თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული. პოლიტიკოსი „ნაცმოძრაობისთვის" პრობლემად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ პარტია დატოვეს მერობის კანდიდატებმა, რომლებიც წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატებული იყვნენ.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მელია თბილისის მერობის კანდიდატად პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასახელა - იგი მეორე ტურში გავიდა და კონკურენცია გაუწია თბილისის მოქმედ მერ კახა კალაძეს.
„წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან, ეს პარტიის პრობლემაა. გამოწვევები სხვადასხვაა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ 2 კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, მარინე გიორგის ასული ფერაძესავით გამოვა. ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ ბევრი პრობლემა ექნებათ, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის დიდი პარტია და მას აქვს რეგენერირების უნარი", - განაცხადა უგულავამ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მან ჟურნალისტიკის სფეროში გადაინაცვლა.
ხელისუფლების ცვლილებიდან ათი წლის შემდეგ, 2022 წლის 16 მაისს, გვარამია, იმ დროისთვის უკვე ახალი ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.