ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Sergey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიფქვილი
ფქვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება.
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესების შესახებ მთავრობის დადგენილების მოქმედების ვადა 2024 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდა, ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილებაში.
ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი იბეგრებოდა 20 თეთრით ერთ კილოგრამზე. ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 25 თეთრით განისაზღვრა.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
რთული დრო
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში 2023 წელს საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის მოქმედების ვადა უნდა გახანგრძლივდეს - ბიზნესი>>>
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს მთავრობის მიერ წისქვილკომბინატების, ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად 2023 წლის 12 ივნისიდან -2024 წლის 1 მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა - რომლის მიზანი იყო საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახადო რეჟიმების აღდგენა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა.
ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესების შედეგად აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის. შედეგად, წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლეს.
ყველა ახალი ამბავი
0