https://sputnik-georgia.com/20240229/papuasvili-evrokavsiri-evroparlamentarebis-cilismwameblur-braldebbs-unda-gaemijnos-286647400.html
პაპუაშვილი: ევროკავშირი ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ ბრალდებებს უნდა გაემიჯნოს
პაპუაშვილი: ევროკავშირი ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ ბრალდებებს უნდა გაემიჯნოს
Sputnik საქართველო
პაპუაშვილის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ერთგულები იყვნენ და ახლა „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ, საქართველოს მეგობრები არ... 29.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-29T20:57+0400
2024-02-29T20:57+0400
2024-02-29T20:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286499587_0:85:1912:1162_1920x0_80_0_0_c1cc95428481b7fdbc5c223b989f52b3.jpg
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს გაემიჯნოს ევროპარლამენტის წევრების ცილისმწამებლურ ბრალდებებს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე საპასუხოდ, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოწოდებას შეიცავს.ფოტიგას რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ ჰუმანიტარული ნიშნით და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს ის. მანამდე იგივე მოწოდებით გამოვიდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და ექს-პრეზიდენტს „საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო" უწოდა.მისი თქმით, სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები „კვლავ ერთგულნი რჩებიან თავისივე შექმნილი მითისა“, რაც მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან.„მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექს-პრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრულად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მდინარაძე: სააკაშვილი კრიმინალია და არა საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო>>მისი თქმით, ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.„სააკაშვილის შესახებ ხელოვნურად შეკოწიწებული საერთაშორისო იმიჯისგან განსხვავებით, ქართველებმა პირადად იციან, რა მოუტანა მისმა რეჟიმმა ქვეყანას და ცალკეულ მოქალაქეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.კალაძე: საქართველოს რეპუტაციას აზიანებს არა სააკაშვილის პატიმრობა, არამედ მისი ქმედებები>>მისი თქმით, სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობა ქართველებს დაამსახსოვრდა როგორც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, გაჩუმებული მედია, დატერორებული ბიზნესი, ელიტური კორუფცია, ქედმაღლური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ და მშიშრული ქცევა აგვისტოს ომის დროს.2003-დან 2012 წლამდე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიუხედავად, სააკაშვილის უცხოელი მეგობრები და მფარველები ჩუმად იყვნენ, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც შთამბეჭდავი დემოკრატიული გარდაქმნები მოხდა, რაც გამოხატულია რეალური ფაქტებით, რიცხვებითა და ციფრებით, ეს ადამიანები უკვე 10 წელიწადია საქართველოს მთავრობას ლანძღავენ, აღნიშნა პაპუაშვილმა.„უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი“, - განაცხადა სპიკერმა.პაპუაშვილი: ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდი საქართველოში არჩევნებში ერევა>>პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილისადმი ხალხის დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს ის, რომ 2012 წლიდან სააკაშვილის პარტიამ რვავე არჩევნები წააგო.დასასრულს კი აღნიშნა, რომ „მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286499587_319:0:1912:1195_1920x0_80_0_0_1373365af9d89f0532060e4553cd2b14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
პაპუაშვილი: ევროკავშირი ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ ბრალდებებს უნდა გაემიჯნოს
პაპუაშვილის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ერთგულები იყვნენ და ახლა „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ, საქართველოს მეგობრები არ არიან.
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს გაემიჯნოს ევროპარლამენტის წევრების ცილისმწამებლურ ბრალდებებს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე საპასუხოდ, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოწოდებას შეიცავს.
ფოტიგას რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ ჰუმანიტარული ნიშნით და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს ის. მანამდე იგივე მოწოდებით გამოვიდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და ექს-პრეზიდენტს „საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო" უწოდა.
„დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან“, - წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები „კვლავ ერთგულნი რჩებიან თავისივე შექმნილი მითისა“, რაც მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან.
„მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექს-პრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრულად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
„სააკაშვილის შესახებ ხელოვნურად შეკოწიწებული საერთაშორისო იმიჯისგან განსხვავებით, ქართველებმა პირადად იციან, რა მოუტანა მისმა რეჟიმმა ქვეყანას და ცალკეულ მოქალაქეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობა ქართველებს დაამსახსოვრდა როგორც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, გაჩუმებული მედია, დატერორებული ბიზნესი, ელიტური კორუფცია, ქედმაღლური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ და მშიშრული ქცევა აგვისტოს ომის დროს.
2003-დან 2012 წლამდე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიუხედავად, სააკაშვილის უცხოელი მეგობრები და მფარველები ჩუმად იყვნენ, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც შთამბეჭდავი დემოკრატიული გარდაქმნები მოხდა, რაც გამოხატულია რეალური ფაქტებით, რიცხვებითა და ციფრებით, ეს ადამიანები უკვე 10 წელიწადია საქართველოს მთავრობას ლანძღავენ, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი“, - განაცხადა სპიკერმა.
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილისადმი ხალხის დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს ის, რომ 2012 წლიდან სააკაშვილის პარტიამ რვავე არჩევნები წააგო.
დასასრულს კი აღნიშნა, რომ „მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“.