https://sputnik-georgia.com/20240229/papuashvili-evrokavshiris-mier-dapuznebuli-pondi-archevnebshi-ereva-286628079.html
პაპუაშვილი: ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდი საქართველოში არჩევნებში ერევა
პაპუაშვილი: ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდი საქართველოში არჩევნებში ერევა
Sputnik საქართველო
საქართველო ამ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება, საჭიროა ევროკავშირის ჩარევა, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ 29.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-29T09:49+0400
2024-02-29T09:49+0400
2024-02-29T09:49+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_35:253:2014:1366_1920x0_80_0_0_542e6fdaa1da8440fda1416323a67954.jpg
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის მიერ დაფუძნებული „ევროპის დემოკრატიის ფონდი" საქართველოში პირდაპირ აფინანსებს პარტიებს და ერევა არჩევნებში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.საპარლამენტო არჩევნების წელს პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თემა განსაკუთრებით აქტუალურია. საქართველოში საარჩევნო კამპანიისთვის სახელმწიფოსგან დაფინანსებას და უფასო სარეკლამო დროს მხოლოდ 13 პარტია მიიღებს, დანარჩენებს ფინანსების მოძიება თავად მოუწევთ.მისი თქმით, საქართველო ამ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება, საჭიროა ევროკავშირის ჩარევა.„არჩევნების სწორად ჩატარება 9 რეკომენდაციის ნაწილია და ამ პრობლემას მარტო ვერ გავუმკლავდებით, რადგანაც „ევროპის დემოკრატიის ფონდი" არის ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაშიც ევროპარლამენტარების დიდი წარმომადგენლობაა, მათ შორის ისინი, ვინც პირდაპირ კავშირში არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილი: პოლიტიკა ქართული ფულით უნდა კეთდებოდეს>>>თუ საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნები იყოს საფუძვლიანი და პატიოსანი, ამისთვის საჭიროა, აიკრძალოს და შეწყდეს საქართველოში პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება ევროპული არხებიდან, დასძინა მან.მისი თქმით, უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებში.2023 წლის მაისში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ევროპული საქართველო“ დაადანაშაულა ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნაში, რომლებიც პარტიებს უცხოური გრანტებით აფინანსებდნენ.საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.2023 წლის ბოლოს საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაუბრუნდება მსგავსი კანონის მიღებას. თუმცა, 2024 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უფრო გამჭვირვალე გახდეს, რადგანაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდ როლს ასრულებენ საქართველოს ცხოვრებაში და სარგებლობენ ავტორიტეტით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_279:260:1754:1366_1920x0_80_0_0_b89dfb6361209afdc7571caa5d2c946f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდი საქართველოში არჩევნებში ერევა
საქართველო ამ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება, საჭიროა ევროკავშირის ჩარევა, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის მიერ დაფუძნებული „ევროპის დემოკრატიის ფონდი" საქართველოში პირდაპირ აფინანსებს პარტიებს და ერევა არჩევნებში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნების წელს პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თემა განსაკუთრებით აქტუალურია. საქართველოში საარჩევნო კამპანიისთვის სახელმწიფოსგან დაფინანსებას და უფასო სარეკლამო დროს მხოლოდ 13 პარტია მიიღებს, დანარჩენებს ფინანსების მოძიება თავად მოუწევთ.
„ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ამ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება, საჭიროა ევროკავშირის ჩარევა.
„არჩევნების სწორად ჩატარება 9 რეკომენდაციის ნაწილია და ამ პრობლემას მარტო ვერ გავუმკლავდებით, რადგანაც „ევროპის დემოკრატიის ფონდი" არის ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაშიც ევროპარლამენტარების დიდი წარმომადგენლობაა, მათ შორის ისინი, ვინც პირდაპირ კავშირში არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
თუ საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნები იყოს საფუძვლიანი და პატიოსანი, ამისთვის საჭიროა, აიკრძალოს და შეწყდეს საქართველოში პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება ევროპული არხებიდან, დასძინა მან.
მისი თქმით, უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებში.
„ეს გახლავთ ევროკავშირის პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში თუ არ შეწყდება პარტიების დაფინანსება, ეს ზიანს მიაყენებს არჩევნებს და იქნება ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში. მნიშვნელობა არ აქვს ეს ჩარევა მოხდება რუსეთის, ევროკავშირის თუ ამერიკის ტერიტორიიდან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
2023 წლის მაისში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ევროპული საქართველო“ დაადანაშაულა ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნაში, რომლებიც პარტიებს უცხოური გრანტებით აფინანსებდნენ.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.
2023 წლის ბოლოს საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაუბრუნდება მსგავსი კანონის მიღებას. თუმცა, 2024 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უფრო გამჭვირვალე გახდეს, რადგანაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდ როლს ასრულებენ საქართველოს ცხოვრებაში და სარგებლობენ ავტორიტეტით.