დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 თებერვალი

© photo: Sputnik / Stringerდაისი შავ ზღვაზე
დაისი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 29 თებერვალია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დილა მარტივი არ იქნება, განსაკუთრებით ემოციური ადამიანებისთვის, ვისაც ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. დიდი ალბათობით, უთანხმოებებისა და კამათის თავიდან არიდება ვერ მოხერხდება, მოსალოდნელია დაბრკოლებები საქმეებში. შეძლებთ სირთულეების გადალახვას, თუ ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელებთ.
თანდათანობით მოიმატებს პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დღის მეორე ნახევარში ბევრი სასიამოვნო მომენტი იქნება. გაიზრდება საქმიანი აქტიურობა, მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. პოზიტიური ტენდენციები იმძლავრებს პირად ურთიერთობებშიც.
ვერძი: საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რომელთა რეალიზებას მაშინვე ვერ შეძლებთ, თუმცა ხელსაყრელი გარემოებები მალევე შეიქმნება. მანამდე კი ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ და გათვალეთ. დღის მეორე ნახევარი დაძაბული იქნება. სავარაუდოდ, გეგმები აირევა და გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება მოგიწევთ.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: იღბლიანი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. რთულ ამოცანებს სწრაფად გაუმკლავდებით, მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები ხანდახან დაიძაბება, რადგან ისინი თქვენს ჩანაფიქრს ვერ მიხვდებიან. მოგიწევთ მათთვის ერთისა და იმავეს არაერთხელ ახსნა თან ისე, რომ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ.
ტყუპი: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. დადებითი ტენდენციების გავლენა შესამჩნევი იქნება ცხოვრების ბევრ სფეროში, ერთადერთი სფერო ფინანსებია, სადაც სიფრთხილე გმართებთ, რადგან ფულის ფლანგვის განწყობაზე ხართ.
კირჩხიბი: დღის დასაწყისში პროვოკაციებს არ აჰყვეთ. გარშემომყოფები თითქოს სპეციალურად მოაწყობენ თქვენი მოთმინების გამოცდას და წონასწორობიდან გამოყვანას შეეცდებიან. გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა პირადი ურთიერთობებისთვის.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
ლომი: დილით საქმეებზე კონცენტრირება რთული იქნება. ირგვლივ მყოფები ხშირად გაგიფანტავენ ყურადღებას. ამასთან, გაგიჭირდებათ პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ საქმიან სფეროში, პრობლემები პირად ურთიერთობებში არ გექნებათ.
ქალწული: არ იჩქაროთ. კარგი დღეა როგორც ძველი საქმეების დასასრულებლად, ისე ახლის დასაწყებად. სანამ საქმიანობას შეუდგებით, ყველაფერი დეტალურად კარგად დაგეგმეთ. მოსალოდნელია თანხის მიღება - შეგიძლიათ დაუგეგმავად რამის ყიდვა. საღამო ოჯახურ და ნათესაურ შეხვედრებს დაუთმეთ.
სასწორი: საკუთარ თავს შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ. გრანდიოზული წარმატებები საქმეებში არ გელოდებათ, მაგრამ მაინც ყველაფერი ნორმალურად განვითარდება. სახლში, სავარაუდოდ, მოსალოდნელზე მეტი საზრუნავი გაგიჩნდებათ. არაა გამორიცხული ყოფითი პრობლემები, რაც დაუგეგმავ ხარჯებს მოითხოვს.
ქალები სიცილის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“
მორიელი: დღის პირველ ნახევარში გარშემომყოფებთან ურთიერთობები რამდენადმე რთული და დაძაბული იქნება. იქნებით ჩვეულებრივზე მეტად ეჭვიანი. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და იგრძნობთ, რომ ყველაფერი ლაგდება. ხელსაყრელი დრო დაგება როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისთვის.
მშვილდოსანი: დილით გაგიჭირდებათ ვითარების სწორად შეფასება. ბევრი თქვენგანი მოექცევა ილუზიების ტყვეობაში. ასევე გონება შეიძლება აგირიოთ ჭორებმა, თუ ინფორმაციებს არ გადაამოწმებთ. დღის მეორე ნახევარში არაა გამორიცხული რომანტიკული გატაცება, ურთიერთობების დაწყება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება.
თხის რქა: მოქმედებების დღეა. ბევრ რამეს შესანიშნავად გააკეთებთ. ზოგიერთი თქვენგანი მარტო გაუმკლავდება ისეთ პრობლემებს, რომლებსაც სხვებმა ვერაფერი გაუგეს. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომლებიც სწრაფად არ განვითარდება, თუნდაც ეს ძალიან გინდოდეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2018
თუ ცოლის შერთვას აპირებთ - საუკეთესო ცოლების ტოპ-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: თუ მასშტაბური და რთული საქმე გაქვთ დაგეგმილი, მზად იყავით იმისთვის, რომ დილით შეფერხებები გექნებათ და მათ დაძლევას დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდება. დღის მეორე ნახევარი იღბლიანად ჩაივლის. შეგიძლიათ გრძელვადიანი გეგმების დაწყობა. პირად ურთიერთობებში შეგიძლიათ ინიციატივის გამოჩენა.
თევზები: საკმაოდ დატვირთული დღე გელოდებათ და ეს მოგეწონებათ. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება. არასტანდარტული გადაწყვეტილებების წყალობით წარმატებებს მიაღწევთ. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი წინადადების მიღება. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები იქნება მოჭარბებული.
ყველა ახალი ამბავი
0