დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 თებერვალი

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიცა
ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 27 თებერვალია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღეს გუნდური მუშაობა აჯობებს – ასე უფრო სწრაფად დაასრულებთ საქმეებს. არ ღირს სხვებზე საკუთარი მოსაზრებების თავზე მოხვევა. რთულ სიტუაციებში კომპრომისი უნდა ეძებოთ. გამოჩნდება უამრავი პერსპექტივა და უნდა ეცადოთ რამდენიმეს მაინც ჩაეჭიდოთ.
არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, სანამ ძველს არ დაამთავრებთ.
ვერძი: გუნდთან ერთად იმუშავეთ – ასე თქვენ წინაშე მეტი პერსპექტივა გაჩნდება და ცხოვრების შეცვლის შანსი მოგეცემათ. მხარდაჭერა გექნებათ, რაც წარმატებებისკენ, სითამამისა და ახალი აზრებისკენ გიბიძგებთ. საღამო კარგი დროა რომანტიკისთვის – დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანი პაემანზე.
ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ყველანაირ ზეწოლას უძლებენ
კურო: დილით შეიძლება მოგეჩევნოთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ზედაპირზე დევს, შესანიშნავია, მაგრამ არ იჩქაროთ – ჯერ კარგად გაერკვიეთ ვითარებაში. დღის მეორე ნახევარი საინტერესო და სასიამოვნო იქნება. შესაძლებელია ახალი მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ტყუპი: დღის პირველი ნახევარი სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის საუკეთესო დროა. კარგად ჩაივლის სამუშაო შეხვედრები. დღის მეორე ნახევარში ცოტა რთული იქნება გონების მოკრება, გაჩნდება არაერთი ცდუნება. ეს დრო ურთიერთობებს დაუთმეთ.
კირჩხიბი: კარგი დღეა რთული საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც აწუხებთ. იქნებით ყურადღებიანი და არაფერი გამოგეპარებათ მხედველობიდან. ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან ხანდახან შეიძლება დაიძაბოს, ამიტომ ემოციებს არ აჰყვეთ.
შავი ზღვა მზის ჩასვლისას. ღრუბლიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ
ლომი: საინტერესო დღე გელოდებათ. იგრძნობთ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. საქმეებს ენთუზიაზმით შეუდგებით. ირგვლივ მყოფები თქვენს წარმატებებს შეაფასებენ და დახმარებას შემოგთავაზებენ, თუმცა, მაინც იფრთხილეთ და ყველას არ ენდოთ. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დაწყობა.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა საქმის გასაკეთებლად. დროს უქმად არ დაკარგავთ. დიდი ალბათობით, ყველაფერს მარტოც შესანიშნავად გაუმკლავდებით. არაა გამორიცხული მცირე პროფესიული უთანხმოებები, თუმცა საქმე კონფლიქტამდე არ მივა. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
სასწორი: კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. ყურადღებით მოგისმენენ. ზოგიერთი თქვენგანი მოკავშირეებს ნახავს და პროფესიულ სფეროში მხარდაჭერას მიიღებს. არაა გამორიცხული, რომ რაღაც ინფორმაციის გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ
მორიელი: უჩვეულო, მაგრამ იღბლიანი და სასიხარულო დღე გელოდებათ. არ მოიწყენთ – საინტერესო საქმის გაკეთება მოგიწევთ. საჭირო შედეგების მიღება ადვილი არ იქნება, მაგრამ უკან არ დაიხევთ და სასურველს მიაღწევთ. ურთიერთობებში ყველას არ ენდოთ და ჭორაობის მოყვარულებისგან თავი შორის დაიჭირეთ.
მშვილდოსანი: გარშემომყოფებთან ურთიერთობები ცოტა რთული იქნება, რადგან ყველა წვრილმანზე ინერვიულებთ, ბევრ უმნიშვნელო მოვლენას გულთან ახლოს მიიტანთ. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდება და საღამოს ურთიერთობებში, მათ შორის, რომანტიკულში, არანაირი პრობლემა აღარ იქნება.
თხის რქა: დღის მოვლენებს ზედმეტად სერიოზულად ნუ აღიქვამთ – დიდი ალბათობით, ამას სერიოზული შედეგები არ ექნება. შესაძლოა, გზაზე რაღაც დაბრკოლებები გაჩნდეს, მაგრამ გამოსავალს აუცილებლად იპოვით. კარგი დღეა საოჯახო საქმეების გადაწყვეტისთვის, რომლებიც თქვენცა და თქვენს ახლობლებსაც აწუხებთ.
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
მერწყული: არცთუ ხელსაყრელი დღეა მტკიცე მოქმედებებისა და მძიმე მუშაობისთვის. კარგი იქნებოდა დასვენება რუტინული საქმეებისგან და იმის გაკეთება, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. იპოვეთ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. რამის ყიდვისგან თავი შეიკავეთ – არის რისკი, რომ ფული ქარს გაატანოთ.
თევზები: ფინანსებთან და ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისთვის კარგი დღეა. რაც ეხება ფულს, გარიგებას, მოგების მიღებას, ინტუიცია არ გიღალატებთ. მცირე უთანხმოებების გარეშე დღე არ ჩაივლის, მაგრამ შეძლებთ დაძაბული მომენტების განმუხტვას.
ყველა ახალი ამბავი
0