ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ყველანაირ ზეწოლას უძლებენ

CC BY-SA 2.0 / 古 天熱 / LIFEცხოვრება
ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
ჩვენი ჰოროსკოპიდან გაიგეთ, ხართ თუ არა თქვენ ან თქვენი ახლობელი ამ ოთხ ნიშანს შორის, რომლებიც არასდროს მოიდრეკებიან სხვების ზეწოლით.
ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ზოგად ბევრ თვისებას განსაზღვრავს, ეს თვისებები კი მეტ–ნაკლებად ხასიათზე ახდენს გავლენას. ზოდიაქოს ეს ოთხი ნიშანი თავიანთი სიძლიერით გამოირჩევა.
მორიელი
მორიელები ძალიან ძლიერი პიროვნებები არიან. მაგრამ პროცესების ძირითადი ნაწილი მათ შიგნით მიმდინარეობს: ისინი იშვიათად აჩვენებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ყურადღება საკუთარ თავზე აქვთ კონცენტრირებული. მორიელების მოქმედება აისბერგის მხოლოდ წვერია. ისინი ყველა გადაწყვეტილებას კარგად მოფიქრების შემდეგ იღებენ. ჩვეულებრივ, ძალზე კრიტიკული, ამპარტავანი და მესაკუთრე არიან. მათთან ცხოვრება და მუშაობა იოლი არ არის. ამასთან, არიან მტკიცენი და შეუძლიათ მიზნის მიღწევა.

ყველაზე პოპულარული მორიელები: პაბლო პიკასო, მარია ანტუანეტა, ლეონარდო დი კაპრიო, კეტი პერი, რაიან გოსლინგი, ბილ გეიტსი.
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი აზრი - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი
ლომის ძალა ისაა, რომ შეუძლია მბრძანებლობა და შთაბეჭდილების მოხდენა. ლიდერობას დიდი ნიჭი და სერიოზული ძალა სჭირდება. მას შეუძლია თავის გარშემო სწორი ადამიანები შეკრიბოს, გააერთიანოს ისინი დამაჯერებელი იდეით, დასახოს მკაფიო მიზანი. დამატებითი პლუსია ის, რომ ლომს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა არ ეშინია. ასევე ის ადვილად ჯაბნის მეტოქეს სიტყვიერ ბრძოლაში გინებისა და შეურაცხყოფის გარეშე. მისი მინუსია ის, რომ ძალიან უყვარს ქათინაურები და დამოკიდებულია სხვის მოსაზრებაზე.

ყველაზე პოპულარული ლომები: ენდი უორჰოლი, ბარაკ ობამა, მადონა, ლუი არმსტრონგი, ჟაკლინ კენედი ონასისი, ამელია ეჰარტი.
ვერძი
ვერძი მუდამ ენერგიითაა დამუხტული და თავგადასავლების წყურვილი ამოძრავებს. არის უშიშარი და შეუძლია, მიზნის მისაღწევად უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდებს გაუძლოს. მისთვის აუცილებელია, რომ ფინიშთან პირველი მივიდეს და საერთოდ, ყველგან და ყველაფერში პირველი იყოს. ხანდახან პროცესი ისე იტაცებს, რომ შეჯიბრების აზრი ეკარგება, ხშირად ძალზე იმპულსურად იქცევა. ეს ვერძისთვის ხანდახან ცუდად მთავრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წუთიერი განწყობით იღებს უცნაურ გადაწყვეტილებას.

ყველაზე პოპულარული ვერძები: რენე დეკარტი, მაია ანჟელუ, გარი გუდინი, ჩარლი ჩაპლინი, ლედი გაგა.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2018
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
თხის რქა
თხის რქის მთავარი ძალა მოთმინებასა და რაციონალურ დამოკიდებულებაშია. მას შეუძლია მოცდა, სიტუაციისა და საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება. თუ მისთვის ცხადია, რომ ახლა ჯობია, მოვლენების ფორსირება არ მოხდეს, გვერდზე უნდა გადგეს და შესაფერის მომენტს დაელოდოს, ასეც მოიქცევა. სულ არ ანაღვლებს, ვინ რას იფიქრებს. ბედნიერება და წარმატება იმ თხის რქას ეწვევა, რომელიც აცნობიერებს, რომ მისი კარმა არა სწრაფი, არამედ თანდათანობითი გამარჯვებებია. ის იღბლის ნებიერა არ არის, სერიოზულად მშრომელია. სამაგიეროდ, შინაგანი რესურსებითაა სავსე, რაც საშუალებას აძლევს, არ გაჩერდეს მაშინაც კი, თუ მის გარშემო ყველა გაჩერდა.
ყველაზე პოპულარული თხის რქები: იოჰან კეპლერი, მაო ძედუნი, ადრიანო ჩელენტანო, მელ გიბსონი, ენტონი ჰოპკინსი.
ყველა ახალი ამბავი
0