შრომითი უფლებების დარღვევა: რამდენი ფაქტი გამოვლინდა გასულ წელს?

© Tbilisi City Hallმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2024
გამოწერა
2023 წელს უბედური შემთხვევის შედეგად საწარმოებში სიკვდილიანობა 42%-ით შემცირდა
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურმა 2023 წელს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით 3,7 ათასი ინსპექტირება განახორციელა, შემთხვევების 67%-ში (2,5 ათასზე მეტი) სხვადასხვა სანქციები იქნა გამოყენებული, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს განხორციელებული შემოწმება შეეხო 81,9 ათას დასაქმებულს - 2022 წელთან შედარებით ორჯერ მეტს.
უწყების ცნობით, 1,5 ათას შემთხვევაში დამრღვევებმა გაფრთხილება მიიღეს. 361 შემთხვევაში ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ, 643 შემთხვევაში კი ჯარიმა დაეკისრათ.
სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტების 51%-მა პირველადი შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები გამოასწორა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2023 წელს უბედური შემთხვევის შედეგად საწარმოებში სიკვდილიანობა შემცირდა 42%-ით 2018 წელთან შედარებით, როდესაც მიიღეს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ".
საქართველოში მრავალი წელი იდგა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრობლემა, რაც საწარმოებში ხშირად იწვევდა უბედურ შემთხვევებს.
კლინიკები, რომლებიც მედპერსონალს ხელფასს არ გადაუხდიან, სამმაგად დაჯარიმდებიან>>>
სიკვდილიანობისა და საწარმოო ტრავმატიზმის შემთხვევების სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდებოდა, ამიტომაც 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელშიც შრომის უსაფრთხოებისა და კონტროლის სისტემის სტანდარტებია გაწერილი. მოგვიანებით კანონი უფრო სრულყოფილი გახდა, ხოლო შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა.
ახლა შრომის ინსპექცია ამოწმებს როგორც უსაფრთხოების წესების დაცვას სამუშაო ადგილებზე, ისე განიხილავს სამუშაო გრაფიკის დაცვის საკითხებს, მონიტორინგს უწევს დაქირავებულთა შესაძლო დისკრიმინაციას, მათი შრომითი უფლებებისა და დამსაქმებლების მიერ შრომითი კოდექსის ნორმების დაცვას.
გარდა ამისა, 2023 წელს შრომის ინსპექციას უკვე შრომითი კოდექსის დარღვევისთვის დამსაქმებლების დაჯარიმების შესაძლებლობა აქვს. ჯარიმის ოდენობა კომპანიის შემოსავალსა და დარღვევის სახეობაზეა დამოკიდებული.
ყველა ახალი ამბავი
0