დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

© photo: Sputnikსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
ირაკლი კობახიძე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში, ბრიუსელში პირველი ვიზიტით 19 თებერვალს გაემგზავრა.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება.
სხდომის შემდეგ გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.
„შეხვედრა ფოკუსირებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე. შეზღუდულ სესიაზე ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებსა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე“, - ნათქვამია ვროკავშირის საბჭოს პრეს-რელიზში.
ირაკლი კობახიძე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში, ბრიუსელში პირველი ვიზიტით 19 თებერვალს გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა წულუკიანი.
ყველა ახალი ამბავი
0