https://sputnik-georgia.com/20240220/24-biwis-mkvleloba-tbilissi-prokuraturam-dakavebulebs-brali-warudgina-286437391.html
24 წლის ბიჭის მკვლელობა თბილისში: პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა
24 წლის ბიჭის მკვლელობა თბილისში: პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 20.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-20T18:45+0400
2024-02-20T18:45+0400
2024-02-20T18:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პროკურატურა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459300_0:133:2236:1391_1920x0_80_0_0_8fa0f45fbfbb36496a357cd4d1331aae.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი 24 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ჯგუფურად ჩადენილ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, მეორე ფიგურანტს - გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში.განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მეორე დაკავებულს - 3-დან 5 წლამდე ვადით.თბილისში 24 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს >>შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს დაზარალებულთან შელაპარაკება მოუხდა.აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული დაუკავშირდა თავის მეგობარს, მოუყვა მომხდარის შესახებ და ორივემ ჯგუფურად დაზარალებულის მოკვლა განიზრახეს. იმავე ღამეს ბრალდებულები ავტომობილით თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა.მძღოლმა გააჩერა ავტომობილი, ხოლო მის გვერდით მჯდომი ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და ხევში გადაადგო - მამაკაცს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა >>იმავე დღეს დაზარალებულის თანმხლები პირი საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა. მან განაცხადა, რომ იცნობს დაზარალებულთან კონფლიქტში მონაწილე პირს და მეგობრობს კიდეც მასთან.პროკურატურამ სასამართლოს ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებით უკვე მიმართა, ხოლო მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით - კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459300_252:0:2236:1488_1920x0_80_0_0_d09baa8b4942cf46cb551f3e5827e7fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს
24 წლის ბიჭის მკვლელობა თბილისში: პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი 24 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ჯგუფურად ჩადენილ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, მეორე ფიგურანტს - გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მეორე დაკავებულს - 3-დან 5 წლამდე ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს დაზარალებულთან შელაპარაკება მოუხდა.
აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული დაუკავშირდა თავის მეგობარს, მოუყვა მომხდარის შესახებ და ორივემ ჯგუფურად დაზარალებულის მოკვლა განიზრახეს. იმავე ღამეს ბრალდებულები ავტომობილით თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა.
მძღოლმა გააჩერა ავტომობილი, ხოლო მის გვერდით მჯდომი ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
იმავე დღეს დაზარალებულის თანმხლები პირი საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა. მან განაცხადა, რომ იცნობს დაზარალებულთან კონფლიქტში მონაწილე პირს და მეგობრობს კიდეც მასთან.
„მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის მიზნით, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ იმავე პირმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ,გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ გარკვევით დაინახა მსროლელი, რომელიც არ იყო ის პირი, რომელსაც დაზარალებულთან ღამის კლუბში შელაპარაკება მოუვიდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ სასამართლოს ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებით უკვე მიმართა, ხოლო მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით - კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.